Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

საცალო გაყიდვების ბანკირი - ისნის ს/ც 1

Job Description - საცალო გაყიდვების ბანკირი - ისნის ს/ც 1

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

  •  საცალო სეგმენტის კლიენტებისთვის სესხების შეთავაზების მიზნით, განახორციელებ კლიენტების მოზიდვას (იპოთეკური, სამომხმარებლო, ავტო, სწრაფი სამომხმარებლო);
  •  საცალო სეგმენტის კლიენტებისთვის დეპოზიტების შეთავაზების მიზნით, განახორციელებ კლიენტების მოზიდვას (ვადიანი; CD და სხვა)
  •  გაანალიზებ კლიენტის ფინანსურ მდგომარეობას;
  •  განახორციელებ განაცხადებისდამუშავებას და წარადგენ საკრედიტო კომიტეტთან, სესხის გაცემის მიზნით;
  •  უზურნველყოფ გაყიდვების შემდგომ აქტივობებს, მათ შორის, პორტფელის მართვას და მის ხარისხზე ზრუნვას.

კვალიფიკაცია

  • გაქვს გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • სამუშაო შინაარსიდან გამომდინარე, გაგიკეთებია ფინანსური ანალიზი;
  • სასურველია, მრჩევლის პოზიციაზე გქონდეს მინიმუმ 6თვიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ხარ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, გაყიდვების მიმართულებით.
  • გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job საცალო გაყიდვების ბანკირი - ისნის ს/ც 1 posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar საცალო გაყიდვების ბანკირი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.