Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

ბიზნეს ანალიტიკოსი

Job Description - ბიზნეს ანალიტიკოსი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

თიბისის ბანკის მონაცემთა ანალიზისა და მართვის დეპარტამენტში ვეძებთ ახალ გუნდის წევრს ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

შენ მოხვდები გუნდში სადაც მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებულ მსხვილ ტრანსფორმაციულ პროექტები კეთდება. ამ პროექტების მიზანია ბანკისთვის მნიშვნელოვანი ღირებულების შექმნა. ისინი ეფუძნება დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავებასა და მანქანური დასწავლის მოდელების აწყობას. ამ დრომდე თიბისი ჯგუფის სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული გვაქვს 30-ზე მეტი პროექტი და აქტიურად ვმუშაობთ მიმდინარე პროექტებზეც.

შენ, როგორც ბიზნეს ანალიტიკოსი:

  • ანალიტიკური ტრანსფორმაციის პროექტების მსვლელობისას უზრუნველყოფ ტექნიკური საჭიროებების ბიზნეს ენაზე ინტერპრეტირებას და პირიქით;
  • ჩართული იქნება სხვადასხვა ანალიტიკური ხელსაწყოს გაცნობასა და შესწავლაში;
  • მონაცემთა ანალიტიკური საჭიროებების დადგენის მიზნით აქტიური კომუნიკაცია გექნება ბიზნესის ლიდერებთან;
  • პროექტების მსვლელობის დროს იზრუნებ ახალი იდეების გენერირებაზე;
  • მონაცემთა ანალიტიკური ამოცანებისთვის უზრუნველყოფ ეფექტური გადაწყვეტების მოფიქრებას.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • არ გეშინია გამოწვევების;
  • გაქვს კარგი ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გამოირჩევი ინიციატივებით და ხარ პროაქტიული;
  • ხარ შედეგზე ორიენტირებული და სწორად განსაზღვრავ პრიორიტეტებს დასახული მიზნების მისაღწევად;

აუცილებელია, გქონდეს:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან სხვა ტექნიკურ დარგში;
  • საბანკო სექტორში ბიზნეს მიმართულებებში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;

კარგი იქნება, გქონდეს:

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ვიზუალიზაციის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სტატისტიკური პროგრამირების ენებთან/პაკეტებთან (R, Python, SAS, ა.შ) მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job ბიზნეს ანალიტიკოსი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar ბიზნეს ანალიტიკოსი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.