Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვისის შეფასების მენეჯერი

Job Description - სერვისის შეფასების მენეჯერი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

პოზიციის მოკლე აღწერა: სერვისის შეფასების მენეჯერი უზრუნველყოფს ფრონტ ლაინ თანამშრომლებსა და მომხმარებლებს შორის კომუნიკაციის მონიტორინგს, შეფასებას და უკუკავშირის მიწოდებას. მენეჯერი შეამოწმებს თანამშრომელების კომუნიკაციის უნარებს და კომპეტენციას, მონიტორინგის სხვადასხვა სისტემების გამოყენებით, ხოლო ინდივიდუალურ უკუკავშირების დახმარებით დაეხმარება გუნდს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.

 

რას გააკეთებ:

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთან ურთიერთობის მონიტორინგი: მოისმინოს, დააკვირდეს და შეაფასოს თანამშრომლებსა და მომხმარებელს იტერაცია სხვადასხვა მონიტორინგის სისტემების გამოყენებით. ყურადღება გაამახვილოს მომსახურების ხარისხზე, ტონალობაზე, კომპეტენციაზე, პროცესებში არსებულ ხარვეზებსა და გამოწვევებზე. 
  • კომუნიკაციის სტანდარტების შეფასება: შეაფასოს საუბრები პროფესიონალიზმის, სიცხადისა და ბანკის მომსახურების კულტურის ღირებულებების შესაბამისობის მიხედვით.
  • კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება: მოამზადოს ინდივიდუალური უკუკავშირის ანგარიში ფილიალის მენეჯერისა და სხვა თანამშრომლებისთვის, ასევე ტრენინგცენტრისა და სათაოს პროდუქტული გუნდებისთვის, რომელშიც იქნება მითითებული ძლიერი მხარეები და გაუმჯობესების შესაძლებლობები. უზრუნველყოს ვერბალური უკუკავშირი ფილიალის თანამშრომლებთან. უზრუნველყოს მონიტორინგის შედეგების გასაჩივრებული ქეისების განხილვა.
  • გაუმჯობესების სფეროების იდენტიფიცირება: ფილიალის გუნდთან ერთად შეიმუშაოს კონკრეტული და მიზნობრივი რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების გაუმჯობესებას.

კვალიფიკაცია

კარგი იქნება, რომ გქონდეს:

საჭირო უნარები:

  • აქტიური მოსმენა: უნარი, გაიგოს საუბრის ტონი, მიზანი და სუბტილური ნიუანსები, რათა უზრუნველყოს ეფექტური უკუკავშირი.
  • კომუნიკაციის უნარები: გამორჩეული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი, რომელიც უზრუნველყოფს მკაფიო და კონსტრუქციულ უკუკავშირს.
  • ყურადღება დეტალებისადმი: ფოკუსირება დიალოგის ნიუანსებზე და მომსახურების სტანდარტების დაცვაზე.
  • ემპათია და ობიექტურობა: უნარი, მიაწოდოს უკუკავშირი მხარდაჭერით და მიუკერძოებლად, რაც თანამშრომლებს განვითარებისკენ წაახალისებს.
  • ანალიტიკური უნარები: უნარი, გამოავლინოს ტენდენციები და ნიმუშები ურთიერთობებში, რაც მიუთითებს ტრენინგის ან პროცესის გაუმჯობესების საჭიროებაზე.
  •  საბანკო კომპეტენცია: ესმოდეს ბანკის პროდუქტები, სასურველია თიბისის ფილიალის გამოცდილება, რათა შეძლოს თანამშრომლების კომპეტენციის შეფასება, მათ შორის მომსახურების პროცესების რელევანტურობის შეფასება.
  • ტექნიკური უნარები: სასურველია ექსელის ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job სერვისის შეფასების მენეჯერი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar სერვისის შეფასების მენეჯერი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.