Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

ქლაუდის უსაფრთხოების სპეციალისტი

Job Description - ქლაუდის უსაფრთხოების სპეციალისტი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

ვეძებთ მოტივირებულ უმცროს/საშუალო „Cloud” უსაფრთხოების სპეციალისტს, რომელიც დაეხმარება ორგანიზაციის ღრუბლოვანი უსაფრთხოების გაძლიერებაში სხვადასხვა პლატფორმაზე. სპეციალისტი უზრუნველყოფს უსაფრთხოების ზომების დანერგვას და მართვას Cloud გარემოში, კერძოდ cloud-native, AI/ML workloads, და big data სისტემებზე. მოვალეობებში შედის: უსაფრთხოების მონიტორინგი, სისტემების კიბერუსაფრთხოების სტანდარტებთან თავსებადობა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა. იმუშავებთ უსაფრთხოების გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად ღრუბლოვანი უსაფრთხოების მართვისთვის ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა AWS, Azure და private cloud ინფრასტრუქტურა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ჩართულობა უსაფრთხოების არქიტექტურასა და დანერგვაში: ჩართული იქნებით უსაფრთხოების გადაწყვეტილებების დიზაინსა და განხორციელებაში. დაეხმარებით გუნდებს სწორი უსაფრთხოების ზომების მიღებაში და წაახალისებთ ამოცანების დროულ შესრულებას.
  • საფრთხეების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება: უსაფრთხოების მონიტორინგი და ინციდენტებზე რეაგირება.
  • Identity & Access Management (IAM): წვდომის კონტროლებისა და შემზღუდავი პოლიტიკების შესწავლა შეფასება.
  • Vulnerability Management: რისკზე ორიენტირებული მოწყვლადობების პრიორიტეტის მინიჭება და მათ აღმოფხვრასა თუ რისკის შემცირებაზე მუშაობა
  • Compliance & Governance: სისტემების კიბერუსაფთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და მართვა.
  • AI and Big Data Security: რეკომენდაციებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა და მათი გათვალისწინება პროექტებში.
  • Container Security: კონტეინერების და მათი ორკეტრაციის პლატფორმების შესწავლა შეფასება უსაფრთხოების სტანდარტებზე.
  • მაღალი კომუნიკაციის უნარი: საჭიროა მაღალი კომუნიკაციის უნარი ეფექტურად სხვადასხვა გუნდებთან სამუშაოდ და მათი წახალისება კიბერუსაფრთხოების მიზნების ეფექტურად განხორციელებაში.

     

კვალიფიკაცია

უნარები და კვალიფიკაცია:

  • ძირითადი ცოდნა / გამოცდილება:
    • AWS და Azure, პლიუსად ჩაითვლება GCP ცოდნა
    • Cloud Security ხელსაწყოები( AWS Security Hub, Azure Defender, და ა.შ)
    • AI/ML და Big Data.
    • Kubernetes
    • უსაფრთხოების მონიტორინგი
    • მოწყვლადობების მართვა
    • DevSecOps
  • სასურველია და პლიუსად ჩაითვლება სერთიფიკატები შემდეგ გარემოებზე:
    • AWS.
    • Azure
    • GCP
    • Kubernetes
  • უნარები:
    • მაღალი უნარი პრობლემების გადაჭრის
    • განვითარებაზე და ახალის სწავლაზე მოტივირებული
    • მაღალი კომუნიკაციის უნარი როგორც ტექნიკურ ასევე არა ტექნიკურ ხალხთან

სასურველი გამოცდილება

  • კიბერუსაფრთხოება
  • ხელოვნური ინტელექტი და Big data

 

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job ქლაუდის უსაფრთხოების სპეციალისტი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar Cloud Security Specialist Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.