Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი - გადახდების განვითარების ლიგა

Job Description - სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი - გადახდების განვითარების ლიგა

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

ეჯაილ გუნდში, გადახდების განვითარების ლიგაში ვეძებთ სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც იმუშავებს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტებზე, ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბანკის  სტრატეგიას. შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ იმუშავო გუნდთან ერთად და გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • მჭიდროდ თანამშრომლობს პროდუქტების მფლობელებთან data driven სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე. უზრუნველყოფს სტრატეგიული ბიზნეს მიზნების გარდაქმნას გაზომვად მეტრიკებად (KPI). უზრუნველყოფს მათი მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობას.
  • ანხორციელებს მომხმარებლისა და ბაზრის ანალიზს – ტენდენციებისა და ზრდის შესაძლებლობების გამოსავლენად.
  • დატის საფუძველზე ქმნის ჰიპოთეზებს ექსპერიმენტისთვის.
  • ახალი ინიციატივების სარგებლიანობას აფასებს მონაცემებზე დაყრდნობით.
  • მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით, ქმნის ქმედით რეკომენდაციებს რათა აღმოჩენები გარდაქმნას კონკრეტულ ბიზნეს გადაწყვეტილებებად.
  • უზრუნველყოფს მონაცემთა აღრიცხვიანობას ყველა შესაბამისი ფუნქციონალისთვის, რომ გააუმჯობესოს მონაცეთან ხარისხი.
  • მხარს უჭერს A/B ტესტირებას და ექსპერიმენტულ მეთოდოლოგიებს.
  • პროდუქტის ანალიტიკოსი მონაცემთან ანალიტიკოსებთან ერთად ზრუნავს მონაცემების დამუშავება გახადოს უფრო ეფექტური საშუალო და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით.
  • ხელმისაწვდომს ხდის პროდუქტთან დაკავშირებულ საჭირო მონაცემებს ტექნოლოგიურ და ანალიტიკურ გუნდებთან თანამშრომლობით.
  • თანამშრომლობს მონაცემთა მეცნიერებთან, რათა საპროგნოზო(predictive) მოდელები და ანალიტიკური გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს პროდუქტის მიზნებს.
  • უზრუნველყოფს მონაცემთა ხარისხის მონიტორინგს, კრიტიკული დატა ელემენტების განსაზღვრით, მათზე ვალიდაციის წესების შემუშავება და დაცვის უზრუნველყოფით.
  • უზრუნველყოს, რომ პროდუქტის მონაცემები სწორად იყოს კატალოგირებული, ანალიტიკური კონტექსტი შენარჩუნებული და აღმოჩენადობა გაზრდილი.
  • თანამშრომლობს მონაცემთა მმართველობის გუნდთან, მონაცემთა ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესებისთვის.
  • უზრუნველყოფს პროდუქტთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის ლექსიკონის და პროდუქტის სპეციფიკური მონაცემების დოკუმენტაციის შექმნას და მართვას.
  • უზრუნველყოფს მონაცემებისადმი პასუხისმგებლობის კულტურის დანერგვას, მათ შორის, ტრენინგების, პრეზენტაციების და დამხმარე მასალების მეშვეობით.
  • მონაცემთა ხარისხის საკითხების იდენტიფიცირება და ესკალაცია, მათი დროულად გამოსწორების მიზნით
  • პროდუქტის გუნდებში პრაქტიკის დანერგვა, რომ ნებისმიერი ფუნქციონალური ცვლილების შემთხვევაში გათვალისწინებული იყოს მონაცემთა ნაკადები და მათი მდგრადობა, თავსებადობა.
  • მონაცემთა არქიტექტებთან და ტექნოლოგიურ გუნდებთან თანამშრომლობა, რათა შეიქმნას მონაცემთა ბმების ავტომატური მონიტორინგის სისტემა, რომელიც დროულად დააფიქსირებს მონაცემების შეუსაბამობებს (Data Quality Alerts).

გაზიარებული (shared) პასუხისმგებლობები:

  • იზიარებს გუნდის მიზნების და KPI-ების შესრულების პასუხისმგებლობას.
  • პროდუქტის მფლობელთან იზიარებს მონაცემების ხარისხის, წვდომების კონტროლისა და ხელმისაწვდომობა/აღმოჩენადობის საკითხებს.
  • მონაცემთა ანალიტიკოსთან ერთად იზიარებს პასუხისმგებლობას პროდუქტის ჭრილში იყოს შექმნილი დროული და პროდუქტთან შესაბამისობაში მყ

დამატებითი ინფორმაცია

 

    თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

    დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

    Original job სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი - გადახდების განვითარების ლიგა posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
    Share Job
    Share Job

    Similar სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი Jobs in the US

    GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

    Mobile Apps

    Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.