Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

საკრედიტო პორტფელის მართვის მენეჯერი - კახეთი

Job Description - საკრედიტო პორტფელის მართვის მენეჯერი - კახეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგა აცხადებს ვაკანსიას პორტფელის მართვის  მენეჯერის  პოზიციაზე. (კახეთის რეგიონში)

ძირითადი მოვალეობები:

  • სისტემატიური კომუნიკაცია კლიენტებთან და ადგილზე ვიზიტი;
  • ვადაგადაცილებაში მყოფი კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი ანალიზის გაკეთება;
  • ვადაგადაცილების ფაილის დამუშავება;
  • ვადაგადაცილებული მსესხებლების ჩარიცხვების კონტროლი;
  • სხვადასხვა შიდა დოკუმენტაციის/აქტების  მომზადება;
  • კომიტეტისთვის რეპორტის მომზადება/გატანა;
  • რეპორტინგის წარმოება.
  • მონიტორინგის პროცედურის თანახმად პორთფელის ხარისხის გაკონტროლება;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა;

კვალიფიკაცია

უნდა გქონდეს:

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მინი/მიკო ბიზნეს ექსპერტის პოზიციაზე;
  • ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
  • სამუშაოს დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • Microsoft Office-ის ცოდნა 

დამატებითი ინფორმაცია

 

    თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

    დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

    Original job საკრედიტო პორტფელის მართვის მენეჯერი - კახეთი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
    Share Job
    Share Job

    Similar პორტფელის მართვის მენეჯერი Jobs in the US

    GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

    Mobile Apps

    Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.