Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ესპერტი - გადახდების განვითარების ლიგა

Job Description - სერვის ესპერტი - გადახდების განვითარების ლიგა

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

ეჯაილ გუნდში, გადახდების განვითარების ლიგაში ვეძებთ სერვის ექსპერტს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც იმუშავებს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტებზე, ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბანკის  სტრატეგიას. შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ იმუშავო გუნდთან ერთად და გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული, გიყვარს პროდუქტების, სისტემების, პროცესების  ანალიზი და ახალი გადაწყვეტების შექმნა. 
  • გაქვს გამოცდილება გადახდების, გადარიცხვების პროდუქტების  შექმნაზე და პროცესების გაუმჯობესებაზე.
  • გაქვს გამოცდილება ბიზნეს ანალიზის მიმართულებით;
  • მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის და ახალი გამოწვევებისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

შენ იქნები:

სერვის ექსპერტი რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum), შეიტან უზარმაზარ წვლილს ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ბანკს მისცემს შესაძლებლობას მომხმარებელს შესთავაზოს მის მოთხოვნილებებზე მაქსიმალურად მორგებული მარტივი და ავტომატიზირებული პროდუქტები.

შენ დაგევალება:

  • მომხმარებლების საჭიროების იდენტიფიცირება;
  • ახალი პროდუქტების შექმნა / განვითარება;
  • ციფრულ არხებში(მობაილ ბანკი, ინტერნეტ ბანკი) გადარიცხვების პროდუქტის განვითარება.
  • გადარიცხვის  პროდუქტის და პროცესის დახვეწა /  განვითარება;
  • მომხმარებლის საჭიროებას მორგებული ეფექტური, მარტივი, ავტომატური, კონფიგურირებადი გადახდის/ გადარიცხვის პროდუქტების შექმნა და არსებულის გაუმჯობესებაზე აქტიური მუშაობა
  • პროდუქტის და პროცესის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • პროდუქტის და პროცესის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • პროცესის გამართვა და ავტომატიზაცია;
  • პროდუქტის გაყიდვის მონიტორინგი და მხარდაჭერა;
  • მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნა;
  • ბაზრის ანალიზი: კონკურენტების და საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება, დანერგვა და განვითარება;
  • დროული და ხარისხიანი რეპორტინგი;
  • ჩართულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია (ინტერვიუ/შეხვედრები და  ა.შ.) მოთხოვნების შეგროვების მიზნით და მიღებული ინფორმაციის ანალიზი  საუკეთესო ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებისთვის.
  • არსებული და ახალი პროდუქტების განვითარების კუთხით, ბიზნეს/ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება (დეველოპერისთვის გადაცემა) და მართვა, მათ შორის კუთხით, მოთხოვნების ჩამოყალიბება და მართვა, ეპიკებზე და User story -ებზე მუშაობა.
  • ეჯაილ გუნდთან ერთად ბექლოგის მომზადების პროცესში აქტიური მონაწილეობა,  არსებული და ახალი ბიზნეს პროცესების განვითარების კუთხით, გუნდის დეველოპერისთივს  ბიზნეს/ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება და მართვა, ეპიკებზე და User story -ებზე მუშაობა.
  • პროდუქტის ტესტირებაში აქტიური მონაწილეობა;
  • ამოცანის შესრულების ხარისხსა და  ვადებზე პასუხისმგებლობის აღება.
  • ბიზნეს ამოცანების/ პროცესების მოდელირების ტექნიკების ცოდნა, პროცესის დიაგრამის  აწყობა, დატა ანალიტიკა;
  • ბიზნესთან/ InfoSec-თან/ IT და ბიზნეს არქიტექტორებთან/ რისკებთან და სხვა  ჩართულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია (ინტერვიუ/შეხვედრები და  ა.შ.)
  • ამოცანის  დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის და შემდგომი მონიტორინგის/კონტროლის  ფაზებში ფუნქციონალური ექსპერტის როლის შესრულება.

კვალიფიკაცია

უნდა გქონდეს:

  • Agile (Kanban/Scrum) გუნდში სერვის ექსპერტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროდუქტების განვითარების მუშაობის გამოცდილება;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • ბიზნეს პროცესების მოდელირების (ტექნიკების/მეთოდოლოგიების) ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • საქმიანობის დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • უნდა იყო კომუნიკაბელური და ინიციატივიანი.

კარგი  იქნება რომ გქონდეს:

  • ბანკის პროცესების/პროდუქტების ცოდნა;
  • გადახდების ან გადარიცხვების პროდუქტების ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია

 

    თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

    დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

    Original job სერვის ესპერტი - გადახდების განვითარების ლიგა posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
    Share Job
    Share Job

    Similar სერვის ესპერტი Jobs in the US

    GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

    Mobile Apps

    Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.