Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ექსპერტს/გუნდის ლიდერი - კონტაქტ ცენტრის სისტემებისა და პროცესების განვითარების გუნდი

Job Description - სერვის ექსპერტს/გუნდის ლიდერი - კონტაქტ ცენტრის სისტემებისა და პროცესების განვითარების გუნდი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგაში, კონტაქტ ცენტრის სისტემებისა და პროცესების განვითარების ეჯაილ გუნდში,  ვეძებთ -  სერვის ექსპერტს/გუნდის ლიდერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც აქტიურად მუშაობს ქოლ-ცენტრის პროცესებისა და სისტემების განვითარებაზე და მუდმივი გაუმჯობესების გზების ძიებაზე. შენ გექნება შესაძლებლობა და სრული შემოქმედებითი თავისუფლება, რომ გუნდთან ერთად იმუშავო ბიზნეს ამოცანებზე და იზრუნო კონტაქტ ცენტრში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა  და განვითარებზე. 

ვის ვეძებთ:

  • თუ გაქვს სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის პროცესების განვითარებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით;
  • თუ ფლობ ცოდნას ქოლ-ცენტრით მიღებული მომსახურების გასაუმჯობესებლად, ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული მოთხოვნების შესახებ;  
  • თუ ფლობ ცოდნას მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შესაქმნელად საჭირო ქოლ-ცენტრის ტექნოლოგიების და სხვადასხვა ინოვაციური მიდგომების  შესახებ და გიმუშავია ამ მიმართულებით;
  • თუ გაქვს გამოცდილება გუნდის მართვის;  
  • თუ მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის და ახალი გამოწვევებისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის;

შენ იქნები:

სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) ზრუნავს ქოლ-ცენტრის პროცესების გაუმჯობესებაზე ინოვაციური მიდგომების გამოყენებით.

შენ დაგევალება:

  • მუდმივი ზრუნვა ქოლ- ცენტრში არსებული პროცესების განვითარებაზე, გაუმჯობესებაზე და ეფექტურობზე, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე არსებული გამოცდილების მუდმივი  გაზიარებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და  გამოყენების გზით.
  • ქოლ-ცენტრის პროცესების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მის შესრულებაზე ზრუნვა;
  • მომხმარებელთან საკომუნიკაციო დამატებით სხვადასხვა არხის (ონლაინ ჩატის, IVR სერვისები და.ა.შ) განვითარება;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ ვენდორებთან მოლაპარაკებების წარმოება და მათთან პროაქტიული მუშაობა ახალი სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით;
  • ბექლოგის მართვა, პროდუქტის განვითარებისთვის საჭირო ხედვის შექმნა,  ბიზნეს იდეების და ტექნიკური მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი, დამუშავება და User story -ების მომზადება.  
  • ამოცანის შესრულების ხარისხსა და  ვადებზე პასუხისმგებლობის აღება.
  • ყველა დაკავშირებულ მხარესთან აქტიური კომუნიკაცია, მათთვის ინფორმაციის მუდმივი გაზიარება და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე პროცესების რედიზაინი და შემდგომი განვითარების გეგმის შემუშავება.   

კვალიფიკაცია

უნდა გქონდეს:

  • ქოლ-ცენტრის პროცესების განვითარებასა და მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.     
  • ქოლ-ცენტრის ტექნოლოგიურ სერვისებთან (CRM, IVR, Workforce Management) მუშაობის გამოცდილება.
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • საქმიანობის დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • უნდა იყო კომუნიკაბელური და ინიციატივიანი.

კარგი  იქნება რომ გქონდეს:

  • Agile (Kanban/Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • მონაცემების ანალიზის და ვიზუალური ინსტრუმენტების გამოყენებასთან (Power BI, SQL ) დაკავშირებული ცოდნა და გამოცდილება ;  
  • საბანკო პროდუქტების და პროცესების ცოდნა;

დამატებითი ინფორმაცია

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სასურველია დამატებით ფლობდე უცხო ენებს სასაუბრო დონეზე;

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Share Job
Share Job

Similar სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.