Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

ოპერაციების ექსპერტი - საფოსტო სერვისი

Job Description - ოპერაციების ექსპერტი - საფოსტო სერვისი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

  • სასწრაფო/არასასწრაფო, სახელფასო პროექტის ფარგლებში,  ერთგული პლასტიკური ბარათების და პინ კოდების (არსებობის შემთხვევაში), გზავნილების  და შესაბამისი დოკუმენტაციის საფოსტო სერვისისთვის მომზადება და მიღება-ჩაბარებების დოკუმენტების მომზადება, გაგზავნა კლიენტებთან;
  • კონცეპტ კლიენტებისთვის ყველა შესაბამისი დოკუმენტის მომზადება და ბარათებისა და პინების მიწოდება;
  • მერიის სოციალურად დაუცველი კლიენტებისათვის უსახელო ბარათების გაგზავნა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციართან/საკონტაქტო პირთან ჩამწერი ტელეფონით დაკავშირება;
  • გაგზავნილი ბარათების მიწოდების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ბარათებთან დაკავშირებული საკითხების მოკვლევა;
  • არასწორად შეკვეთილი ბარათების ფილიალებში გაგზავნა;
  • საზღვარგარეთ მყოფი კლიენტებისთვის ბარათების საკურიერო სერვისით მიწოდება
  • საკურიერო ორგანიზაციებთან კონტაქტი და ბარათებთან დაკავშირებით საკითხების მოკვლევა;
  • არსებული საბუთების დაარქივება და არქივზე გადაცემა;
  • არასწორად მიღებული, გაუქმებული ბარათების განადგურება;
  • ბანკომატში დაკავებული ბარათების  მიღება, აღრიცხვა, გადაცემა და საჭიროების შემთხვევაში განადგურება, დოკუმენტაციის დაარქივება;
  • ჩაყლაპული ბარათების ინკასაციის დაჩქარების მოთხოვნა; UFC-ის ბანკომატების გუნდთან კომუნიკაცია
  • ოპერაციების დამუშავებისათვის შესაბამისი სუბიექტებისაგან ადექვატური მხარდაჭერის მოთხოვნა;
  • ფუნქციების შესრულებისათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფის არგუმენტირებული მოთხოვნა;
  • დამატებითი ფუნქციების დროებით შეთავსება მიღებული დავალების შესაბამისად;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემების/შეფერხებების შესახებ ხელმძღვანელის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დროული ინფორმირება;
  • პროცესებში არსებული საოპერაციო რისკების გამოვლენა და პრევენციის ღონისძიებების განხორციელება;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემებზე/შეფერხებებზე რეაგირება და მათი მოგვარების მიზნით პრობლემის და ხარვეზის გამომწვევი წყაროს მოძიება და შეძლებისდაგვარად მათი აღმოფხვრა;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტთან ზარის განხორციელება;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემების/შეფერხებების შესახებ ხელმძღვანელობის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დროული ინფორმირება;

 

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • დივიზიის საქმიანობასთან დაკავშირებული *ნორმატიული აქტების, სტანდარტებისა და ინსტრუქციების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • თავაზიანი;
  • ლოგიკურად მოაზროვნე;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლიანი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი ;
  • კომუნიკაბელური;
  • ინიციატივიანი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job ოპერაციების ექსპერტი - საფოსტო სერვისი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar ოპერაციების ექსპერტი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.