თიბისი არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის შეუცვლელი ნაწილია.
ჩვენი მრავალფეროვანი მომსახურება მოიცავს როგორც ციფრულ, ისე - ფიზიკურ სივრცეს. თიბისის თითოეული პროდუქტი გათვლილია მომხმარებლის თანამედროვე საჭიროებებზე.
ჩვენი მისიაა გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება.
შენ იქნები გუნდის წევრი, რომლის მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება ოპტიმალური გზით მივიტანოთ მომხმარებლებამდე საბანკო სერვისების შესახებ ინფორმაცია. ამისთვის ვიყენებთ პირდაპირი კომუნიკაციის ისეთ არხებს როგორიცაა სატელეფონო, SMS, E-mail და Push შეთავაზებები. ვაანალიზებთ საკომუნიკაციო სეგმენტებს, ვაკვირდებით რა შედეგები მოვიტანეთ ამათუ იმ კამპანიით და ვფიქრობთ როგორ შეიძლება ჩვენი აქტივობების მეტად ოპტიმიზაცია.
ჩვენი მისიაა დავეხმაროთ ბიზნესს პროდუქტების ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდის გზით და ამავდროულად დავიცვათ მომხმარებლები ჭარბი კომუნიკაციებისგან.
შენ, როგორც სტაჟიორი, ჩაერთვები გუნდის ყოველდღიურ ამოცანებში, როგორიცაა:
ეს პოზიცია შენთვისაა,თუ გაინტერესებს როგორ იღებს გადაწყვეტილებებს მომხმარებელი/რა უნდა მას და გაქვს:
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.