Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ექსპერტი - გამოწერის განვითარება ციფრულ არხებში - ბიზნესი

Job Description - სერვის ექსპერტი - გამოწერის განვითარება ციფრულ არხებში - ბიზნესი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგაში,  Debit Card PAT-ის  ეჯაილ გუნდში ვეძებთ  - სერვის ექსპერტს, რომლის მთავარი მოვალეობა იქნება გუნდთან ერთად ბარათების ფუნქციონალის განვითარება ციფრულ არხებში.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ მოტივირებული, გუნდური, ამასთან

  • ეძებ საინტერესო გამოწვევებს და გაინტერესებს ციფრული საბანკო ინიციატივები;
  • გაქვს ციფრულ არხში მუშაობის გამოცდილება, კარგად იცნობ ბანკის პროცესებს და პროდუქტებს
  • ხარ ინიციატივიანი და გიყვარს გადაწყვეტის გზების ძიება, იმისთვის რომ გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება;

შენ იქნები:

სერვის ექსპერტი , რომელიც იმუშავებს Scrum გუნდთან ერთად  ბარათის  მარტივი და ავტომატიზირებული პროცესების იმპლემენტაციაზე ციფრულ არხში. შეიტან უდიდეს წვლილს მომხმარებლის საჭიროებების დადგენასა და მათთვის მოქნილი და ოპტიმალური გამოცდილების შექმნაში ციფრულ არხში.

შენ დაგევალება:

  • სტეიკჰოლდერებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების იდენტიფიკაცია;
  • ბიზნეს პროცესების ანალიზი  და ინიციატივების  წარდგენა მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
  • user story - ს და ჩაბარების კრიტერიუმების ჩამოყალიბება;
  • დამოკიდებულ გუნდებთან კომუნიკაცია და კომპლექსური თემების მენეჯმენტი;
  • გუნდთან ერთად სწრაფი, მარტივი და ინტუიტიური ბიზნეს პროცესების შექმნაზე ზრუნვა, არსებულის  რედიზაინი;
  • შექმნილი ინკრემენტის დანერგვის პროცესში მონაწილეობა და უკუკავშირის აღება საბოლოო მომხმარებლისგან;
  • სხვადასხვა არხში ყოველდღიურ საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებული  საჭიროებების მხარდაჭერა;

კვალიფიკაცია

უნდა გქონდეს:

  • ტექნიკურ ამოცანებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ციფრულ პროდუქტებზე ან ციფრულ არხში მუშაობის გამოცდილება;
  • ბარათის და საბანკო პროდუქტების ცოდნა; 
  • Agile (Kanban/Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • საქმიანობის დაგეგმვის, ორგანიზების, შეხვედრების ფასილიტაციის გამოცდილება.

კარგი  იქნება რომ გქონდეს:

  • მონაცემთა ბაზებთან (SQL) და ბიზნეს ანალიზის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • UI/UX   კონცეფციების ცოდნა;
  • რილიზების მართვის გამოცდილება;
  • ანალიტიკის ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება მომხმარებლის ქცევის და პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, Customer journey mapping- ი, User Person-ების შექმნა და მნიშვნელოვანი შეხების წერტილების იდენტიფიცირება.

დამატებითი ინფორმაცია

 

    თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

    დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

    Original job სერვის ექსპერტი - გამოწერის განვითარება ციფრულ არხებში - ბიზნესი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
    Share Job
    Share Job

    Similar სერვის ექსპერტი Jobs in the US

    GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

    Mobile Apps

    Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.