Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

ფინანსური ანალიტიკოსი - საცალო საბანკო ბიზნესის ფინანსების მართვის ჯგუფი

Job Description - ფინანსური ანალიტიკოსი - საცალო საბანკო ბიზნესის ფინანსების მართვის ჯგუფი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

საცალო საბანკო ბიზნესის ფინანსების მართვის ჯგუფში (Retail Planning and Analysis Team) ვეძებთ  -  ფინანსურ ანალიტიკოსს.

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს საცალო საბანკო ბიზნესის საინტერესო და მნიშვნელოვან ამოცანებზე, გექნება სრული მხარდაჭერა, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ამოცანები, და უამრავი გამოწვევა, რომელთა სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტა პროფესიული ზრდის საშუალებას მოგცემს.

  რას  გააკეთებ:

  • იზრუნებ დადგენილ ვადებში მომზადებული რეპორტების შესაბამის პირებთან გაგზავნაზე;
  • ჩართული იქნები პროდუქტების ფასდადებისა და მომგებიანობის მართვის პროცესში, მათ შორის დელეგირებების გამოყენების გზით;
  • უზრუნველყოფ გარკვეული საოპერაციო პროცესების კოორდინაციას და სხვა ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციას;
  • ჩაერთვები მნიშვნელოვანი რეპორტებისა და პროცესების ავტომატიზაციაში;
  • იმუშავებ სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც დაკავშირებული იქნება საცალო საბანკო ბიზნესის საჭიროებებთან;

ვის ვეძებთ:

  • იცნობ ან გაინტერესებს საბანკო პროდუქტები და მათი მართვა;
  • არ გეშინია გამოწვევების და გაქვს პრობლემებთან მარტივად გამკლავების უნარი;
  • გაქვს ღრმა ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი;
  • ხარ დამოუკიდებელი და შეგიძლია დავალებების ბოლომდე შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღება;
  • შეგიძლია სტრესულ გარემოსთან გამკლავება;
  • გაქვს Multitasking ის გამორჩეული უნარები; 

კვალიფიკაცია

აუცილებელია:

  •  საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (Excel, Powerpoint, Word);
  • მონაცემთა ვიზუალიზაციის, დამუშავებისა და სტატისტიკური ანალიზის მეთოდების ცოდნა;
  • საბანკო პროდუქტების  ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • Power BI და SQL ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დამატებითი ინფორმაცია

 

    თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

    დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

    Share Job
    Share Job

    Similar ფინანსური ანალიტიკოსი Jobs in the US

    GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

    Mobile Apps

    Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.