Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

მრავალფეროვნებისა და გენდერული თანასწორობის სპეციალისტი

Job Description - მრავალფეროვნებისა და გენდერული თანასწორობის სპეციალისტი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს. 

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

შენ როგორც გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების სპეციალისტი იმუშავებ შემდეგ ამოცანებზე და პროექტებზე:

  • ბანკის მიერ შემუშავებული მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება
  • გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) სტრატეგიული მიზნების მხარდაჭერა
  • ორგანიზაციული პრაქტიკისა და პროცესების შეფასება
  • გენდერულ და მრავალფეროვნების საკითხებზე ტრენინგების მომზადება და ჩატარება
  • შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირების დასაქმებისა და მომსახურების სტანდარტების შემუშავება და დანერგვა
  • ცნობიერების ამაღლება გენდერული და მრავალფეროვნების საკითხების მიმართ
  • ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაში მონაწილეობა
  • კვლევებისა ჩატარება გენდერული და მრავალფეროვნების საკითხების ირგვლივ
  • სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შესწავლა, უთანასწორობის გამომწვევი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების ანალიზი და ფინანსური ინსტიტუტისთვის რელევანტური მექანიზმების, სერვისებისა და პროდუქტების შემუშავება
  • შესაბამისი მონაცემთა გარემოს განვითარება, მონაცემთა ანალიზი და ანგარიშგება

შენი საქმიანობა იქნება:

  • განახორციელო სხვადასხვა აქტივობები თიბისის გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების სტრატეგიის / პოლიტიკის შესაბამისად
  • განახორციელო გენდერული და მრავალფეროვნების კვლევები და შედეგების ანალიზი
  • ჩაატარო გენდერული კვლევები კლიმატის ცვლილების შედეგად გამწვავებული გენდერული უთანასწორობის გამომწვევი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების დასადგენად
  • დანერგო მეთოდები და ინსტრუმენტები გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად / გენდერული უთანასწორობის შესამცირებლად დაფინანსებაში გენდერისა და მრავალფეროვნების საკითხების ინტეგრირების გზით
  • უზრუნველყო შესაბამისი პროექტებისა და აქტივობების შედეგებისა და ზემოქმედების გაზომვა
  • უზრუნველყო თანასწორობისა და მრავალფეროვნების ტრენინგების ინტეგრაცია თიბისის ტრენინგების პროგრამაში
  • გენდერული უთანასწორობისა და სხვა დისკრიმინაციული ინციდენტების მონიტორინგი და ანალიზი
  • სხვადასხვა ინიციატივებით ხელი შეუწყო გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების კუთხით ზეგავლენის გაზრდას 
  • მოამზადო გენდერული და მრავალფეროვნების ინტეგრაციის წარმატებული აქტივობებისა და მეთოდოლოგიების შესახებ ანგარიშგებები და პრეზენტაციები

 

კვალიფიკაცია

ველოდებით გამოხმაურებას თუ გაქვს:

  • მაგისტრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, განვითარების კვლევებში, გენდერში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
  • გენდერულ და/ან მრავალეფროვნების საკითხებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • გენდერული და მრავლფეროვნების საკითხების ინტეგრაციის გამოცდილება სხვადასხვა პროგრამებში.
  • მონიტორინგისა და შეფასების გამოცდილება.
  • საჭიროა ძლიერი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარი.
  • ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა, როგორც სიტყვიერი, ასევე წერილობითი, სავალდებულოა.
  • კომპიუტერების და საოფისე პროგრამული პაკეტების გამოყენების გამოცდილება, ვებ-ზე დაფუძნებული მართვის სისტემებისა და მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის მოწინავე პროგრამების მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job მრავალფეროვნებისა და გენდერული თანასწორობის სპეციალისტი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების სპეციალისტი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.