Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ექსპერტი - საკრედიტო ბარათების და ოვერდრაფტის განვითარების გუნდი

Job Description - სერვის ექსპერტი - საკრედიტო ბარათების და ოვერდრაფტის განვითარების გუნდი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

თიბისის , არაუზრუნველყოფილი საკრედიტო პროდუქტების მართვის ლიგაში , კერძოდ საკრედიტო ბარათების და ოვერდრაფტების განვითარების ეჯაილ გუნდში ვეძებთ ტექნიკური გამოცდილების  - სერვის ექსპერტს, რომლის მთავარი მოვალეობა იქნება საკრედიტო ბარათების და ოვერდრაფტების პროცესების გაომჯობესება/განვითარება.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ მოტივირებული, გუნდური, ამასთან

  • ეძებ საინტერესო გამოწვევებს და გაინტერესებს საკრედიტო პროდუქტები
  • გაქვს საკრედიტო პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება, კარგად იცნობ ბანკის პროცესებს და პროდუქტებს
  • ხარ ინიციატივიანი და გიყვარს გადაწყვეტის გზების ძიება, იმისთვის რომ გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება;

შენ იქნები:

სერვის ექსპერტი , რომელიც იმუშავებს Scrum გუნდთან ერთად  და შეიტან უდიდეს წვლილს მომხმარებლის საჭიროებების დადგენასა და მათთვის მოქნილი და ოპტიმალური გამოცდილების შექმნაში.

შენ დაგევალება:

  • სტეიკჰოლდერებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების იდენტიფიკაცია;
  • ბიზნეს პროცესების ანალიზი  და ინიციატივების  წარდგენა მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
  • user story - ს და ჩაბარების კრიტერიუმების ჩამოყალიბება;
  • ტექნიკური დოკუმენტის მომზადება;
  • დამოკიდებულ გუნდებთან კომუნიკაცია და კომპლექსური თემების მენეჯმენტი;
  • გუნდთან ერთად სწრაფი, მარტივი და ინტუიტიური ბიზნეს პროცესების შექმნაზე ზრუნვა, არსებულის  რედიზაინი;
  • შექმნილი ინკრემენტის დანერგვის პროცესში მონაწილეობა და უკუკავშირის აღება საბოლოო მომხმარებლისგან;

კვალიფიკაცია

უნდა გქონდეს:

  • ტექნიკურ ამოცანებზე მუშაობის გამოცდილება;
  • საკრედიტო საბანკო პროდუქტების ცოდნა; 
  • Agile (Kanban/Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • საქმიანობის დაგეგმვის, ორგანიზების, შეხვედრების ფასილიტაციის გამოცდილება.

კარგი  იქნება რომ გქონდეს:

  • მონაცემთა ბაზებთან  და ბიზნეს ანალიზის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • UI/UX   კონცეფციების ცოდნა;
  • რილიზების მართვის გამოცდილება;
  • ანალიტიკის ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება მომხმარებლის ქცევის და პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, Customer journey mapping- ი, User Person-ების შექმნა და მნიშვნელოვანი შეხების წერტილების იდენტიფიცირება.

დამატებითი ინფორმაცია

 

    თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

    დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

    Share Job
    Share Job

    Similar სერვის ექსპერტი Jobs in the US

    GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

    Mobile Apps

    Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.