Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

მიმართულების ლიდერი - კონტაქტ ცენტრის სისტემების და პროცესების განვითარების გუნდი

Job Description - მიმართულების ლიდერი - კონტაქტ ცენტრის სისტემების და პროცესების განვითარების გუნდი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

თიბისის საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგაში, ვეძებთ  მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის სისტემებისა და პროცესების ტრანსფორმაციის მიმართულების ლიდერს.

მიმართულების მიზანია, ჩამოაყალიბოს მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის ოპერაციული და ციფრული ტრანსფორმაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგია და  შექმნას  მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილება, რომელიც სრულად იქნება შესაბამისობაში ბანკის სტრატეგიასთან და უზრუნველყოფს ბიზნეს და ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესებას.  

შენ დაგევალება:

  • მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის სისტემებისა და პროცესების (მათ შორის ციფრულ საკონტაქტო არხებში)  ტრანსფორმაციის ხედვის, მიზნებისა და განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბება;
  • მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის არსებული სისტემების და პროცესების ცვლილებებისა და განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიური და ბიზნეს ინიციატივების წარდგენა და მათ განხორციელებაზე ზრუნვა;  
  • სისტემებისა და პროცესების ცვლილებების სრული ციკლის (საჭიროებების იდენტიფიცირებიდან ცვლილებების შედეგების მოინტორინგის ჩათვლით) მართვა; 
  • ბიზნეს უწყვეტობისა და სისტემების სტაბილურობის ხარისხის  უზრუნველყოფა;
  • მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის ბიზნეს პროცესების რედიზაინი და ოპტიმიზაცია საოპერაციო ეფექტურობის, მომხმარებელთა კმაყოფილების და გამოცდილების  გაუმჯობესების  მიზნით;
  • რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სისტემების განვითარებისა და პროცესების ცვლილებების დროს;
  • სტრატეგიული მიზნების შესაბამისად OKR/KPI-ების განსაზღვრა და გუნდებთან ერთად მათ მიღწევასა და შესრულებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • Agile ღირებულებებისა და მიდგომების გათვალისწინებით პროცესების მართვა და გუნდების ეფექტური მუშაობისთვის ხელის შეწყობა შესაბამისი გარემოსა და სტანდარტების შექმნის გზით (დროული უკუკავშირები, შეფასება და ა.შ);
  • ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს მუდმივი ანალიზი, ტექნოლოგიური და ბიზნეს გაუმჯობესებისთვის საჭირო ქმედითი რეკომენდაციების და ინოვაციების ინიცირება და მათი განხორციელება;   
  • შესრულებული სამუშაოსა და სამომავლო გემების შესახებ დირექტორატისათვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
  • სხვადასხვა ჩართულ მხარესთან დამოკიდებულებების და ურთიერთობების ეფექტურად   მართვა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • გუნდის წევრების  განვითარებასა და მოტივაციაზე ზრუნვა;

კვალიფიკაცია

უნდა გქონდეს :

  •  მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ტექნოლოგიური და/ან ოპერაციული ტრანსფორმაციის მიმართულებით, მათ შორის მსხვილი IT ან ციფრული პროექტების მართვაში;  
  • გუნდის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება და  გუნდის წევრების განვითარებაზე და მოტივაციაზე ზრუნვა;  
  • გესმოდეს მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის სერვისები და პროცესები და გქონდეს ამ მიმართულებით  მუშაობის გამოცდილება (ზარების მართვა, ჩატის განვითარება და ა.შ)  
  • Agile მიდგომებით მუშაობის გამოცდიელბა
  • ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესად;
  • საბანკო სფეროს სპეციფიკა და საბანკო პროდუქტები ცოდნა - ჩაითვლება უპირატესად.  
  • ინგლისურ ენას ცოდნა სრულყოფილად;

დამატებითი ინფორმაცია

 

    თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

    დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

    Share Job
    Share Job

    Similar მიმართულების ლიდერი - კონტაქტ ცენტრის სისტემების და პროცესების განვითარების გუნდი Jobs in the US

    GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

    Mobile Apps

    Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.