Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

ბრენდ მენეჯერი

Job Description - ბრენდ მენეჯერი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისელები,გუნდი დინამიური და შემოქმედებითი ადამიანებით,ვინც ინოვაციურობას,შედეგზე ორიენტირებულობასა და მომხმარებელზე ზრუნვას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.ჩვენთვის წარმატების მიღწევა და გამარჯვება საერთო საზრუნავია.ყოველდღიურად ვაძლიერებთ და შთავაგონებთ ერთმანეთს.ჩვენი მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა.ვზრუნავთ მათ განვითარებასა და წინსვლაზე.ჩვენთვის ადამიანი ყოველთვის #1 საზრუნავია. 

სამუშაოს აღწერა

  • კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება
  • პერიოდული (business as usual stream) საკომუნიკაციო გეგმის გაწერა ყველა არხის გამოყენებით და აღსრულება
  • გადაღებების დაგეგმვა და აღსრულება
  • შიდა პროდუქტების გუნდებთან თანამშრომლობა
  • ახალი პროდუქტის ან სერვისის ბრენდთან შესაბამისობაში უზრუნველყოფა
  • მარკეტინგის მიმართულებით ტექნიკური დავალებების აღსრულება
  • მარკეტინგული ბიუჯეტის კონტროლი

კვალიფიკაცია

  • გაქვს ბრენდინგისა და კომუნიკაციების გამოცდილება;
  • აზროვნებ შემოქმედებითად,ინოვაციურად და სტრატეგიულად;
  • გაქვს დიდი და საშუალო ზომის პროექტების და კამპანიების მართვის გამოცდილება;
  • შეგიძლია Multitasking/ერთდროულად სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა და მართვა;
  • გაქვს კონტენტის შექმნის გამოცდილება და უნარები(სტორითელინგი, სოციალური მედია, ვიდეო და ტექსტური მასალები)
  • გაქვს ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება;
  • ხარ დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული;
  • ხარ ემპათიური;
  • შეგიძლია როგორც დამოუკიდებლად,ისე გუნდურად მუშაობა;

 

დამატებითი ინფორმაცია

რატომ უნდა შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს?

  • რადგან,ჩვენთვის შეუძლებელიც შესაძლებელია;
  • რადგან,შენ დამოუკიდებლად უხელმძღვანელებ კრეატიულ და ინოვაციურ პროექტებს;
  • რადგან,აქტიური შეხება გექნება კრეატიულ ინდუსტრიასთან;
  • გექნება შესაძლებლობა შენი იდეები რეალობად აქციო და ხელი შეუწყო ბრენდის განვითარებას და ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას;
  • გეყოლება პროფესიონალი და მხიარული გუნდი,ვისთან ერთადაც საუკეთესო შედეგებს დადებ;

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job ბრენდ მენეჯერი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar ბრენდ მენეჯერი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.