Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

ტალანტების მართვის პროგრამული მხარდაჭერის მენეჯერი

Job Description - ტალანტების მართვის პროგრამული მხარდაჭერის მენეჯერი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდში გვაქვს აქტიური ვაკანსია ტალანტების მართვის პროგრამული მხარდაჭერის მენეჯერის როლზე

რისი გაკეთება მოგიწევს:

  • ახალ თანამშრომელთა მოზიდვის მხარდაჭერის მიზნით, ATS სისტემაში ადმინისტრატორის როლის შესრულება და სისტემის გამართული ფუნქციონირება
  • ცვლილებების საჭიროებების დაფიქსირება, მართვა და კოორდინირება სისტემის წარმომადგენლებთან
  • შერჩევის სისტემის (ATS) მართვა, მუდმივი განახლება, ორგანიზაციაში სტრუქტურული ცვლილებების ასახვა
  • Hiring manager-ების და შერჩევის გუნდის ახალი წევრების დატრენინგება და ქოუჩინგი სისტემის გამოყენება/მართვაში
  • ATS სისტემის მანუალების მომზადება ინგლისურ/ქართულე ენებზე, მათი მართვა და მუდმივი განახლება ასეთის საჭიროების შემთხვევაში
  • შერჩევის პროცესის საუკეთესო ხარისხის მართვის მიზნით სხვადასხვა პროცესების ავტომატიზაცია
  • ახლო თანამშრომლობა ტექ გუნდებთან და ჩართულ პირებთან, ავტომატიზაციების უზრუნველყოფის მიზნით
  • სისტემის ადმინისტრატორობა, მომხმარებლების უფლებების გაწერა/ავტორიზება/დარეგისტრირება და სხვა
  • თანამშრომელთა აყვანებთან დაკავშირებით ყოველკვირეული/ყოველთვიური/კვარტლური რეპორტების წარმოება/დაგენერირება და მომზადება
  • ტალანტების შერჩევის თემებთან დაკავშირებული რეპორტების და ანალიტიკის წარმოება, სხვადასხვა ჩართულ პირებთან კოორდინირება
  • შერჩევის მენეჯერების სისტემური მუშაობის ხარისხის მართვა
  • პრეზენტაციების მომზადება სხვადასხვა მხარეებისთვის, მომზადებული ანალიტიკის საფუძველზე
  • რეგულაციური თუ სხვა ადმინისტრაციული საქმის წამოება, შერჩევის გუნდის გამართული ფუნქციონირების მხარდაჭერის მიზნით
  • მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა და employer branding კამპანიებში ჩართულობა
  • AI პროექტებში ჩართულობა.

კვალიფიკაცია

 

  • უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება 1+ წლიანი საშუალო ან დიდი ზომის კერძო კომპანიაში HR, ან ანგარიშგება/ფინანსების სფეროში;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (მ.შ. წერით)
  • Microsoft Office პროგრამები: Word, Excel, Power Point მაღალ დონეზე ცოდნა; სასურველია BI ცოდნა
  • AI აპლიკაციების აქტიური გამოყენება და ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job ტალანტების მართვის პროგრამული მხარდაჭერის მენეჯერი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar ტალანტების მართვის პროგრამული მხარდაჭერის მენეჯერი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.