Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

ბიზნეს უწყვეტობის მენეჯერი

Job Description - ბიზნეს უწყვეტობის მენეჯერი

კომპანიის აღწერა

შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.

დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა  დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.

ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი IT ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციაში, ვეძებთ ბიზნეს უწყვეტობის მენეჯერს, რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილებას დაეხმარება ბიზნეს უწყვეტობასთან დაკავშირებული პროცესების მართვაში და გაუმჯობესებაში, თანამედროვე სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით

ვეძებთ როგორც გამოცდილ მენეჯერს, ასევე დამწყებ  სპეციალისტს. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი იყოს მონდომებული და განვითარებაზე ორიენტირებული, აინტერესებდეს ბიზნეს უწყვეტობასთან დაკავშირებული საკითხები.

ვეძებთ თანამშრომელს, რომელსაც გააჩნია დიდი ენთუზიაზმი საქმისადმი, შეუძლია საქმის კარგად ორგანიზება და ასევე აქვს უნარი რომ კომპლექსურ გარემოში შეკრას დიდი სურათი და დააკავშიროს მნიშნველოვანი დეტალები, აქვს კარგი ანალიტიკური უნარები და შეუძლია ინიციატივის გამოჩენა პრობლემის მოკვლევის და გადაწყვეტის დროს.

სამუშაოს აღწერა

  • ბიზნეს უწყვეტობის პოლიტიკების, პროცედურების, სტანდარტების შექმნა და გეგმიური განახლების პროცესის ხელშეწყობა
  • ბიზნეს პროცესების და IT სისტემების აღდგენის გეგმების შემუშავება და პროცესის კოორდინირება
  • ბიზნეს უწყვეტობის ინციდენტების და მასთან დაკავშირებული კრიზისების მართვის პროცესების შემუშავება და კოორდინირება
  • ბიზნეს გავლენის ანალიზის გეგმიური განახლება
  • ბიზნეს უწყვეტობის მოვლენების მონიტორინგი
  • ბიზნეს უწყვეტობის ცნობიერების ამაღლება ორგანიზაციაში
  • ბიზნეს უწყვეტობის მოვლენების სიმულაციების, სავარჯიშოების მართვა და ორგანიზება
  • ბიზნეს უწყვეტობის რისკების მართვის პროცესში აქტიური ჩართულობა
  • ბიზნეს უწყვეტობის ფარგლებში ინციდენტების და კრიზისების მართვის პროცესების კოორდინირება და აქტიური ჩართულობა
  • ბიზნეს უწყვეტობის დოკუმენტაციის მართვა, მათი სიზუსტის, ხელმისაწვდომობისა და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია

  • ბიზნეს უწყვეტობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მიჩნეული იქნება უპირატესობად
  • ბიზნეს უწყვეტობის ან ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების (ISO 22301, ISO 27001, NIST) ცოდნა მიჩნეული იქნება უპირატესობად;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში მუშაობის გამოცდილება მიჩნეული იქნება უპირატესობად
  • მაღალ დონეზე ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • რთული ტექნიკური საკითხებისა და რისკების კომუნიკაციის უნარი
  • Google საძიებო სისტემის გამოყენების ძალიან კარგად ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა

ვეძებთ გამოხმაურებას თუ:

  • გაქვთ ენთუზიაზმი სამუშაოს მიმართ
  • ხართ ძალიან ორგანიზებული
  • გაქვთ კრიტიკული აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარი
  • გაქვთ საუკეთესო გუნდთან მუშაობის სურვილი

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job ბიზნეს უწყვეტობის მენეჯერი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar ბიზნეს უწყვეტობის მენეჯერი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.