Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ესქპერტი - პირდაპირი კომუნიკაციების მართვის ცოდნის ცენტრი (ნოთიფიკაციებს გუნდი)

Job Description - სერვის ესქპერტი - პირდაპირი კომუნიკაციების მართვის ცოდნის ცენტრი (ნოთიფიკაციებს გუნდი)

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

პირდაპირი კომუნიკაციების მართვის ცოდნის ცენტრში (Direct Communications), კერძოდ ნოტიფიკაციების გუნდში, ვეძებთ სერვის ექსპერტს.

შენი იქნები გუნდის წევრი, რომელიც ჩართულია TBC  ბანკის კამპანიების დაგეგმვაში, მომზადებასა და მართვაში.

გექნება საშუალება, წვლილი შეიტანო ბანკისთვის სტრატეგიული მიმართულების განვითარებაში.

ვის ვეძებთ:

  • ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია დეტალებზე ფოკუსირება და კომპლექსური დავალების მართვა
  •  გამოდგება კომუნიკაციის და ანალიზის  უნარები.
  • არ უნდა გაშინებდეს სიახლეები და ცვლილებები. შეგიძლია ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება, გაანალიზება. არ გაშინებს ახალი სამუშაო პროგრამების ათვისება და სამუშაო პროცესების გადართვა.

რას გააკეთებ:

  • ნოტიფიკაციის გუნდთან ერთად ჩართული იქნები კამპანიების მართვის პროცესში და პასუხისმგებელი იქნები მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციების მართვაზე.
  • ისწავლი მასიური კომუნიკაციებისთვის ისეთი არხების გამოყენებას, როგორიც არის SMS, Push, Email, PopUp
  • ჩაერთვები კომუნიკაციების ეფექტურობის ანალიზის პროცესში. ერთად დავამუშვებთ იდეებს, თუ როგორ შეიძლება კომუნიკაციების ხარისხის გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია
  • იმუშავებ ბაზებთან. ისწავლი სამიზნე სეგმენტების „გამოჭრას“ , ოპტიმიზაციას, ბაზების ფილტრაციას, ლოგიკების გადადებას და კამპანიების ატვირთვას. გექნება საშუალება იმუშავო და ისწავლო  SAS, SQL, PoweBI ის გამოყენება
  • გექნება შეხება გუნდის სტეიკჰოლდერებთან. ნახავ როგორ მუშაობს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებები და ნახავ როგორ გამოიყენება კამპანიები ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

კვალიფიკაცია

  • სასურველია გქონდეს მონაცემთა ბაზების დამუშავების და ანალიზის გამოცდილება
  • კარგი კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
  • ექსელის ცოდნა
  • საბანკო პროდუქტების ცოდნა (მიენიჭება უპირატესობა)

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Share Job
Share Job

Similar სერვის ესქპერტი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.