Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ექსპერტი - ელექტრონული კომერციის გუნდი

Job Description - სერვის ექსპერტი - ელექტრონული კომერციის გუნდი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

თიბისის, გადახდების განვითარების ლიგაში, კერძოდ ელექტრონული კომერციისა და მერჩანტ ექვაირინგის განვითარების გუნდში, ვეძებთ სერვის ექსპერტს.

ეს როლი გულისხმობს სხვადასხვა პროექტებში აქტიურ ჩართულობასა და მათ წარმართვას, თანამშრომლობას ვენდორებთან და საგადამხდელო სისტემებთან, როგორიცაა Visa და Mastercard. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია ელექტრონული კომერციისა და მერჩანტ ექვაირინგისთვის ინოვაციური და ეფექტური საგადახდო სერვისების განვითარება.

გუნდის ძირითადი სამუშაო აღწერა

გუნდის სამუშაო პროცესი მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს:

  • ექვაირინგის ბიზნესის მართვას,
  • ექვაირინგისთვის საჭირო საგადახდო პროდუქტების განვითარებას და პროექტების მართვას,
  • მერჩანტებთან ურთიერთობას, პორტფელის მართვას, ონბორდინგის და მერჩანტის მხარდაჭერას,
  • საგადამხდელო სერვისის და ვირტუალირი აქტივების სერვისის მიმწოდებლებთან, მუშაობას და მათი პორტფელის მართვას,
  • საგადამხდელო სისტემების და ეროვნულ ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობაში ყოფნას,
  • საპროცესინგო ცენტრთან (UFC) და საგადამხდელო სისტემებთან (Visa, Mastercard), აქტიურ კომუნიკაციას.

ძირითადი მოვალეობები

  • მონაწილეობა პროდუქტის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში და მისი განხორციელებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვაში,
  • პროექტების მართვა, რომლებიც ორიენტირებულია ექვაირინგის ბიზნესის განვითარებაზე, ახალი პროდუქტების დანერგვაზე და რეგულაციებთან შესაბამისობაზე,
  • ახალი საგადახდო პროდუქტების შექმნაში ჩართვა ბიზნესის მიზნების მისაღწევად,
  • ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება და ანალიზი დაინტერესებულ მხარეებთან (მერჩანტები, ბანკის შიდა გუნდები, პარტნიორები…) კომუნიკაციის გზით,
  • ახალი იდეების შემუშავება და ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება ეჯაილ გუნდთან ერთად,
  • მოთხოვნების შეთანხმება პროექტის ჩართულ მონაწილეებთან,
  • ტექნიკური გადაწყვეტილებების დაგეგმვა გუნდის წევრებთან ერთად,
  • თანამშრომლობა ბანკის სხვა გუნდებთან,
  • ურთიერთობების მართვა ადგილობრივ და უცხოურ ვენდორებთან, საპროცესინგო ცენტრთან, საგადამხდელო სისტემებთან (Visa, Mastercard), ასევე საგადახდო და ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერებთან,
  • პროექტის სრული ციკლის მართვა, იდეიდან დანერგვამდე.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • ხარ ენერგიული, უმკლავდები ცვლილებებს და მზად ხარ მსგავს გარემოში სამუშაოდ,
  • ხარ განვითარებაზე ორიენტირებული და გიყვარს სიახლეები,
  • გიყვარს დეტალებზე დაკვირვება და ანალიზი,
  • შეგიძლია კომპლექსური პრობლემების დეკომპოზიცია და გადაჭრა,
  • გიყვარს კომუნიკაცია,
  • ხარ შედეგებზე ორიენტირებული და მიღწეული შედეგები შენი მოტივატორია,
  • გიყვარს გუნდური მუშაობა, თუმცა შეგიძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდე არსებულ გამოწვევებს,
  • გაქვს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

კვალიფიკაცია

  • გამოცდილება ელექტრონული კომერციის ან ექვაირინგის სფეროში (სასურველია 1-2 წელი),
  • Agile მეთოდოლოგიით ან კროს-ფუნქციურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება,
  • პროექტების მართვის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება,
  • საგადამხდელო სისტემებთან (Visa, Mastercard) ან საპროცესინგო ცენტრთან მუშაობის გამოცდილება,
  • საბანკო პროდუქტებისა და პროცესების ცოდნა,
  • ინსტრუმენტების ცოდნა: Jira, Confluence, Power BI, Excel, MS Word, Outlook.
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე ან მაღლა).

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job სერვის ექსპერტი - ელექტრონული კომერციის გუნდი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar სერვის ექსპერტი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.