Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ექსპერტი - კონცეპტ აკადემია

Job Description - სერვის ექსპერტი - კონცეპტ აკადემია

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს

სამუშაოს აღწერა

ვის ვეძებთ:

ენერგიულ და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება მაღალშემოსავლიანი კლიენტების მომსახურების გაუმჯობესებაში და აქტიურად იმუშავებს ბანკირების პროფესიული განვითარებაზე.

შენი ძირითადი ამოცანები:

  • სწავლება და განვითარება: ბანკირების და კოორდინატორების სასწავლო გეგმების შექმნა, ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება კონცეპტ აკადემიის ფარგლებში.
  • კომუნიკაცია და კოორდინაცია: ლექტორებთან თანამშრომლობა, ტრენინგების შინაარსის განსაზღვრა, სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება.
  • ანალიტიკა და გაუმჯობესება: ტრენინგების ეფექტიანობის შეფასება და განვითარებაზე რეკომენდაციების მომზადება.
  • მომხმარებლის გამოცდილება: ჩართულობა სერვისის ხარისხის და მომხმარებისლის გამოცდილების გაუმჯობესების ინიციატივებსა და პროექტებში.

 რას ველით შენგან:

  • ინიციატივიანობა და მაღალი ენერგია
  • ორგანიზების მაღალ ხარისხი
  • დეტალებზე მაქსიმალური ყურადღება და ხარისხზე ორიენტირება
  • ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა შიდა და გარე ჯგუფთან (ლექტორები, გუნდი, ტრენინგების მონაწილეები)

რას გთავაზობთ:

  • პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • გუნდთან ერთად ინოვაციურ პროექტებში ჩართულობა
  • გარემო, სადაც შენი იდეები ფასდება და რეალიზდება
  • მონაწილეობა სტრატეგიულ ინიციატივებში, რომლებიც ცვლის მომხმარებლების და თანამშრომლების გამცდილებას

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება (სასურველია HR ან ბიზნესის მიმართულებით)
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში
  • Excel და PowerPoint-ის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტის მაღალი უნარი
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პროცესების დაგეგმვის და შესრულების უნარი
  • პრეზენტაციისა და ანალიტიკური აზროვნების მაღალი უნარები

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job სერვის ექსპერტი - კონცეპტ აკადემია posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar სერვის ექსპერტი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.