Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სახაზინო პროდუქტებისა და ქეშ მენეჯმენტის განყოფილების უფროსი

Job Description - სახაზინო პროდუქტებისა და ქეშ მენეჯმენტის განყოფილების უფროსი

კომპანიის აღწერა

თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 9000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.

კორპორატიული და საინვესტიციო ბიზნესი, არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას სახაზინო პროდუქტების და ქეშ მენეჯმენტის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ამ პოზიციაზე შერჩეული ადამიანი პირდაპირ დაექვემდებარება არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

სამუშაოს აღწერა

პოზიციის ბიზნეს ამოცანა 

ამ პოზიციის მთავარი მიზანია სახაზინო პროდუქტებისა და ქეშ მენეჯმენტის პროდუქტების გაყიდვა და განვითარება. ასევე კორპორატიული და WM/VIP სეგმენტების კლიენტებისთვის სახაზინო პროდუქტების (FX) და ქეშ მენეჯმენტის პროდუქტების შეთავაზება და გადაწყვეტილებების ეფექტური მართვა.

პოტენციურ კანდიდატს ესაჭიროება პროდუქტების მენეჯმენტის ცოდნა, სტრატეგიული დაგეგმვისა და გუნდის მართვის უნარები, ეფექტური კომუნიკაციის უნარები, კლიენტებთან ურთიერთობისა და გაყიდვების გამოცდილება, გადაწყვეტილების მიღების უნარი რათა უზრუნველყოს შიდა და გარე სთეიქჰოლდერებთან მჭიდრო თანამშრომლობა, შეძლოს წარმოადგინოს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, ინოვაციური გადაწყვეტილებები. 

ძირითადი პასუხისმგებლობები სახაზინო პროდუქტების მიმართულებით: 

  • კორპორატიული და WM/VIP სეგმენტების კლიენტებისთვის სახაზინო პროდუქტების/სერვისების (FX) მართვა, გაყიდვა და განვითარება. სახაზინო პროდუქტები/სერვისები მოიცავს სავალუტო კონვერტაციებს, დერივატიული ოპერაციებსა და სხვა სახაზინო ოპერაციებს. 

  • პროდუქტის მენეჯერების გუნდის სუპერვიზია, პროდუქტების ბიუჯეტის შედგენა, KPI ების დადგენა და ყოველდღიური პერფორმანსის კონტროლი გუნდის მართვა პროდუქტების, ინდუსტრიების და კლიენტების ჭრილში ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავების გზით 

  • კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია/ შეხვედრები რთული ტრანზაქციების ინდივიდუალურად დასტრუქტურების მიზნით (მაგ. სავალუტო სვოპები, ფორვარდები, ოფციონები და სხვა). 

  • ბანკის შიდა სტეიკჰოლდერებეთან (კორპორატიული ბანკირები, ფინანსები, რეპორტინგი, არა-საკრედიტო პროდუქტები) ძლიერი კოორდინარცია პროდუქტების სწორი და ეფექტური მართვის მიზნით 

  • სახაზინო პროდუქტები განვითარების/გაციფრულების პროექტებში აქტიური მონაწილეობა კლიენტის გამოცდილების გასაანალიზებლად და გასაუმჯობესებლად. „კლიენტის ხმის“ როლში სტეიკჰოლდერებთან ახალ პროდუქტებზე / სერვისებზე / კლიენტის გამოცდილებაზე მუშაობა, ინტერესთა კონფლიქტების დაბალანსება. კლიენტებთან შეხვედრები ახალი ციფრული გამოცდილების გაზიარების, ცვლილების და დანერგვის მიზნით 

  • ბანკის ტოპ მენეჯმენტთან პერიოდული ანგარიშგების წარდგენა ბაზრის ანალიზისა და წილების შესახებ, განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ, სახაზინო პროდუქტების მიმართულებით  

  • კლიენტებისთვის და ბანკის შიდა სტეიკჰოლდერებისთვის ცნობადობის ასამაღლებელი პრეზენტაციების ჩატარება 

  • ძლიერი კოორდინაცია კროსსელის მიზნით გუნდებს შორის: კონკრეტულად დეპოზიტები, ქეშ მენეჯმენტი, გადარიცხვები, სესხები და აშ. 

ძირითადი პასუხისმგებლობები ქეშ მენეჯმენტის მიმართულებით: 

  • კორპორატიული კლიენტებისთვის ქეშ მენეჯმენტის პროდუქტების/ გადაწყვეტილებების სტრატეგიის შემუშავება და პროდუქტის მენეჯერებისთვის (3 ქეშ მენეჯმენტის გაყიდვების მენეჯერი და 2 ტექნიკური მენეჯერი) ბიუჯეტის, ტარგეტების და KPI ების მიცემა 

  • ქეშ მენეჯმენტის პროდუქტების ბიუჯეტის შემუშავება და ყოველთვიური პროგრესის კონტროლი, ბაზრის და კლიენტების ქცევის ანალიზი პროდუქტის და პროცესების გაუმჯობესების მიზნით 

  • ტექნიკური გუნდის მენეჯმენტი და მართვა პროდუქტის და სერვისის ტექნიკური გამართულობის და გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით. 

  • სტეიკჰოლდერებთან: კორპორატიული ბანკირებთან, ფინანსებთან, საკასოსთან, საოპერაციო რისკებთან, შვილობილ კომპანიებთან და სხვა - პროდუქტებისა და პროცესების გაუჯობესების მიზნით რეგულარული შეხვედრების გამართვა და გადაწყვეტილების გზების მოძიება 

  • პროექტული მოწყობით ახალი გადაწყვეტილებებზე მუშაობა გაყიდვების და ტექნიკურ გუნდებთან ერთად - ბაზრის და კლიენტის საჭიროების გათვალისწინებით. მათ შორის კლიენტების გამოკითხვაში მონაწილეობა და ბიზნეს ქეისის შეკვრა ახალი პროდუქტის/გადაწყვეტილების დანერგვის მიზნით 

  • ბანკის ტოპ მენეჯმენტთან პერიოდული ანგარიშგების წარდგენა განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ, რიგ შემთხვევაში დასაბუთების დოკუმენტის და ბიზნეს გეგმის შედგენა და წარდგენა დაფინანსებით მოპოვების მიზნით 

  • გარე ვენდორებთან (ქართველ და უცხოელ) ეფექტური კოორდინაციით ახალ გადაწყვეტილებებზე მუშაობა და შემდგომ დანერგვა: ბიზნეს ქეისის შექმნა, ვენდორებისგან ფასდადების აღება, თავიდან ბოლომდე პროცესის გაწერა და ახალი გადაწყვეტილების გაშვება ყველა ჩართულ მხარესთან კოორდინაციის საფუძველზე 

  • პროცესების და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება შესაბამის პირებთან. ბანკის შიდა და გარე სტეიკჰოლდერებთან კომუნიკაცია ახალი პროდუქტისა და გადაწყვეტილების დანერგვის ყველა ეტაპზე 

კვალიფიკაცია

საკვალიფიკაციო უნარები: 

  • უმაღლესი განათლება; ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრაცია, ეკონომიკა 

  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა; 

  • ბანკში მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება. 

  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; 

  • ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა; 

  • საბანკო კანონმდებლობის ცოდნა; 

დამატებითი ინფორმაცია

რას გთავაზობთ ჩვენ

  • კონკურენტული ანაზღაურება და საბონუსე სისტემა 

  • საერთაშორისო გამოცდილებისა და განათლების მქონე, ტოპ-ტალანტებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა  

  • მუდმივი მხარდაჭერა განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში

  • ჯანმრთელობის დაზღვევა

  • მრავალფეროვანი შეთავაზებები და აქტივობები - სპეციალურად თანამშრომლებისთვის 

  • თიმბილდინგი ქვეყნის ფარგლებს გარეთ   

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job სახაზინო პროდუქტებისა და ქეშ მენეჯმენტის განყოფილების უფროსი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar უფროსი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.