Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

საპროცენტო განაკვეთების თრეიდერი

Job Description - საპროცენტო განაკვეთების თრეიდერი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს

სამუშაოს აღწერა

ხაზინის და ფინანსური სერვისების გუნდში ვეძებთ საპროცენტო განაკვეთების თრეიდერს (Interest Rate Trader, Fixed Income desk).

შენ იქნები დიდი გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს ბანკისთვის პრიორიტეტულ ფინანსურ ბაზრებზე. გექნება სრული მხარდაჭერა, რომ ისწავლო, განვითარდე გუნდთან ერთად და გადაჭრა რთული და საინტერესო ამოცანები.

პასუხისმგებლობები:

  • Fixed-income desk-ის დღიური ლიკვიდობის მართვა და ოპერაციების წარმოება.
  • სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა: საერთაშორისო სახელმწიფო და კორპორატიული ფასიანი ქაღალდები, საპროცენტო დერივატივები და ფულადი ბაზრის სხვა ინსტრუმენტები.
  • ფასიან ქაღალდების პორტფელის მართვაში აქტიური მონაწილეობა, სტრატეგიის მომზადება და აღსრულება.
  • კონტრაგენტებთან ურთიერთობის მართვა და განვითარება.
  • პორტფელის პერფორმანსის დღიური ანალიზი და კომენტარების მომზადება ხაზინის და ბანკის მენეჯმენტისთვის.
  • გუნდის მრავალმხრივ ამოცანებზე მუშაობა და ფინანსური ანალიზების მომზადება.
  • გუნდის სტრატეგიული ინიციატივებზე მუშაობა და ჩართულობა;
  • ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე სიახლეების, ტრენდების და ცვლილებების დღიური ანალიზი;

კვალიფიკაცია

  • სასურველია (მაგრამ არა აუცილებელი) 2-3+ წლიანი გამოცდილება ფასიან ქაღალდებზე, პორტფელის მართვაში ან ფინანსურ და კომერციულ ანალიზში.
  • გაქვს გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
  • გაქვს ღრმა ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი. 
  • არ გეშინია გამოწვევების და გაქვს პრობლემებთან მარტივად განმკლავების უნარი;
  • გაქვს გამორჩეული კომუნიკაციის უნარი;
  • შეგიძლია ეფექტურად მუშაობა cross-functional გუნდებთან;
  • ხარ დეტალებზე ორიენტირებული და ასევე შეგიძლია დიდი სურათის დანახვა;

აუცილებელი კვალიფიკაცია:

  • ბაკალავრი ფინანსების/მენეჯმენტის მიმართულებით; (სასურველია მასტერი/ან MBA)
  • Microsoft office- ს კარგი ცოდნა
  • ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა როგორიცაა Bloomberg Anywhere, Reuters ან სხვა სავაჭრო პლატფორმები.
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც CFA აქვთ გავლილი.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job საპროცენტო განაკვეთების თრეიდერი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar საპროცენტო განაკვეთების თრეიდერი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.