Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

ბაზის ადმინისტრატორი

Job Description - ბაზის ადმინისტრატორი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

ძირითადი მოვალეობებია:

  • მონაცემების დამუშავება/ანალიზი/რეპორტინგი;
  • ამოღებული თანხების განაწილება სესხზე/იურიდიულ ხარჯებზე;
  • იურისტებს შორის პორტფელების განაწილება;
  • შიდა საბანკო პროგრამებში სესხზე პასუხისმგებელი იურისტის მინიჭება;
  • განყოფილების საქმიანობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე: რეპორტების დაკვეთა; დეველოპერული საჭიროებების განვითარება, პროგრამების სრულყოფის ან ახალი პროგრამის დაკვეთის განხორციელება;
  • არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მონაცემების გაანალიზება, რეპორტების მომზადება, სამუშაო გეგმის განაწილება;
  • ERP, JIRA, Confluence, Alta, input management systems და ა.შ. ინფორმაციის მიღება და დამუშავება.
  • განყოფილების საჭიროებიდან გამომდინარე ახალი ამოცანების შემუშავება, დაკვეთა და მონიტორინგი.
  • სხვა ფუნქციები, რომლებიც განყოფილების მიზნებიდან და ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე შეიძლება საჭირო გახდეს შესასრულებლად.

დამატებითი მოვალეობებია:

  • ონლაინ აუქციონში მონაწილეობის მიღება;
  • ქონების რეგისტრაცია;
  • ბიუჯეტების განსაზღვრა;
  • ანგარიშსწორების დავალებების მომზადება;
  • ანგარიშსწორებების სისწორის შემოწმება.

კვალიფიკაცია

უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებული.
  • ანალიტიკური აზროვნება,
  • დროის მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • პრობლემების ანალიზის უნარი;
  • მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.
  • მოლაპარაკების უნარი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • Excel და PowerPoint ცოდნა.
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
  • სასურველია ფინანსური ან იურიდიული მიმართულების ბაკალავრი.
  • სასურველია გამოცდილება საბანკო სფეროში.
  • სასურველია IT სფეროს/მიმართულების ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job ბაზის ადმინისტრატორი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar ბაზის ადმინისტრატორი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.