Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ექსპერტი - კონტაქტ ცენტრის სისტემების და პროცესების განვითარება

Job Description - სერვის ექსპერტი - კონტაქტ ცენტრის სისტემების და პროცესების განვითარება

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

თიბისის, საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგაში, კონტაქტ ცენტრის სისტემებისა და პროცესების განვითარების ეჯაილ გუნდში,  ვეძებთ -  სერვის ექსპერტს.

შენ გახდები, იმ გუნდის წევრი, რომელიც:

  • აქტიურად მუშაობს კონტაქტ ცენტრის  პროცესებისა და სისტემების განვითარებაზე.
  • მუდმივი გაუმჯობესების გზების ძიებაშია ბაზარზე საუკეთესო სამომხარებლო გამოცდილების შექმნის მიზნით.
  • აქვს სრული შემოქმედებითი თავისუფლება, განვითარების ინოვაციური გზების ძიებასა და დანერგვაში.

შენ იქნები  დეველოპმენტ გუნდის სერვის ექსპერტი, რომელიც მუშაობს ეჯაილ გარემოში, თვითორგანიზებულ, შედეგზე ორიენტირებულ გუნდში  და მის პასუხისმგებლობაში მყოფი პროცესებისა და ფუქნციონალების მუდმივი განვითარებითა და მომხმარებლის უკუკავშირის გათვალისწინებით, დღითიდღე ავითარებს და ხვეწს პროდუქტის  ხედვას.

ვის ვეძებთ:

  • თუ გაქვს სამუშაო გამოცდილება კონტაქტ ცენტრის  პროცესების განვითარებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით;
  • თუ ფლობ ცოდნას კონტაქტ ცენტრით მიღებული მომსახურების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული მოთხოვნების შესახებ;
  • თუ ფლობ ცოდნას მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შესაქმნელად საჭირო კონტაქტ ცენტრის  ტექნოლოგიების და სხვადასხვა ინოვაციური მიდგომების  შესახებ და გიმუშავია ამ მიმართულებით;
  • თუ მზად ხარ  ახალი გამოწვევებისთვის, მაშინ ეს შენი შესაძლებლობაა.

შენ დაგევალება:

  • მუდმივი ზრუნვა კონტაქტ ცენტრში არსებული პროცესების განვითარებაზე, გაუმჯობესებასა და ეფექტურობზე, საერთაშორისო ბაზარზე არსებული გამოცდილების მუდმივი  გაზიარების და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და  გამოყენების გზით.
  • კონტაქტ ცენტრის  პროცესების განვითარების სტრატეგიის შესრულებაზე ზრუნვა;
  • პროდუქტის განვითარებისთვის საჭირო ხედვის შექმნაში აქტიური ჩართულობა,  ბიზნეს იდეების და ტექნიკური მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი, დამუშავება და User story -ების მომზადება.
  • ამოცანის შესრულების ხარისხსა და  ვადებზე პასუხისმგებლობის აღება.
  • ყველა დაკავშირებულ მხარესთან აქტიური კომუნიკაცია, მათთვის ინფორმაციის მუდმივი გაზიარება და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე პროცესების რედიზაინი, გაუმჯობესება და შემდგომ განვითარებაზე ზრუნვა.

კვალიფიკაცია

უნდა გქონდეს:

  • კონტაქტ ცენტრის პროცესების განვითარებასა და მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • კონტაქტ ცენტრის ტექნოლოგიურ სერვისებთან (CRM, IVR, Workforce Management) მუშაობის გამოცდილება.
  • CRM-ის პროცესებისა და ფუნქციონალის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ბიზნეს პროცესების აღწერისთვის საჭირო ვიზუალური ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებული ცოდნა და გამოცდილება
  • ტექნიკურ გუნდთან და Agile გარემოში (Scrum/Kanban) მუშაობის გამოცდილება.
  • მომხმარებლის უკუკავშირის კვლევის გამოცდილება
  • პროცესების ანალიზის, დაგეგმვისა და ფასილიტაციის უნარი
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Share Job
Share Job

Similar სერვის ექსპერტი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.