ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.
თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.
ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.
თიბისის, პირდაპირი კომუნიკაციების მართვის ცოდნის ცენტრში, ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ
გუნდის ლიდერს.
შენ ჩაიბარებ ნოტიფიკაციების მიმართულებას და პასუხისმგებელი იქნები თიბისი ბანკიდან მის მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის არხებით გამავალი მარკეტინგული შინაარსის შეტყობინებების მართვასა და გაუმჯობესებაზე.
მოკლედ გუნდის შესახებ
ნოტიფიკაციების გუნდი მართავს SMS, Email, Push არხებით გამავალ მარკეტინგული დანიშნულების
კომუნიკაციებს. აქვს მჭიდრო და ყოველდღიური კონტაქტი. ადგენს კომუნიკაციის კალენდარს, ზრუნავს კომუნიკაციის წესების დაცვაზე, მიზნობრივი აუდიტორიის მომზადებაზე, კალენდრის ტექნიკურ შესრულებაზე. გარდა ამისა, გუნდის კომპეტენციაშია გამავალი კომუნიკაციების ეფექტურობის მართვა, ანალიტიკის მომზადება და პერიოდული ანგარიშის წარდგენა როგორც სტეიკჰოლდერებისთვის, ასევე ბანკის სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.
რას გააკეთებ:
როგორც გუნდის ლიდერი პასუხისმგებელი იქნები შემდეგი პროცესების მართვასა და
გაუმჯობესებაზე:
• მომხმარებლების ბაზის სეგმენტაცია და მიზნობრივი აუდიენციების შექმნა
• კომუნიკაციის კალენდრის შედგენა და მის ტექნიკურ აღსრულებაზე ზრუნვა
• სტეიკჰოლდერებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათი საჭიროებების მოგროვება, ანალიზი და
შესრულების ოპტიმალური გზებით უზრუნველყოფა
• გამავალი კამპანიების ანალიზი, დაკვირვებების, მიგნებების კონსოლიდირება და დაინტერესებულ
მხარეებისთვის მათი პრეზენტირება
• გუნდის მართვა, გუნდის წევრების განვითარებაზე ზრუნვა
• ბაზრის ტენდენციების მოძიება, ახალი მიდგომების შემოტანა და გაზიარება.
უნდა გქონდეს:
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.