Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

შეფასების ავტორიზების უმცროსი მენეჯერი

Job Description - შეფასების ავტორიზების უმცროსი მენეჯერი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

შენ როგორც შეფასების ავტორიზების მენეჯერი იმუშავებ შემდეგ ამოცანებსა და პროექტებზე:

  • საშემფასებლო მომსახურების ვენდორების მოწოდებული შეფასების დასკვნების რევიუ/ავტორიზება, SLA და შეფასების ხარისხის კონტროლი;
  • უზრუნველ­ყოფის მარ­თვის პოლიტიკის და პროცედურების სრულყოფა;
  • შეფასების წესების, სტანდარტების და მონაცემთა ხარისხის მართვის რეგულაციების სრულყოფა;
  • უზრუნველ­ყოფის მარ­თვის აპლიკაციის (CMM) განვითარება;
  • ბაზრის კვლევები (საბაზრო ფასები, გაყიდ­ვე­­ბის და მიწოდების დინა­მი­კა და ა.შ.), ქონების სალიკვიდაციო დისკონტის განაკვეთების განსაზღვრა;
  • უზ­რუნ­ველ­ყოფის მართ­ვის და შეფასების საკითხებზე ბანკის სტრუქტურული ერთეულე­ბის კონსულტირება და თრენინგი.

შენი საქმიანობა იქნება:

  • შეფასების დასკვნების და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვების რევიუ/ავტორიზება;
  • ჩაერთო პოლიტიკის, პროცედურების და სხვა რეგულაციების დრაფტინგში;
  • შეადგინო ტექნიკური დავალებები უზრუნველ­ყოფის მარ­თვის აპლიკაციისათვის (CMM); გატესტო აპლიკაცია; მოამზადო თრენინგ მასალები და დაათრენინგო ფოკუს-ჯგუფები აპლიკაციის მოხმარებაში;
  • მონაცემთა ბაზების მოპოვება, დამუშავება და ანალიზი სხვადასხვა კვლევისათვის;
  • რეგულარულად მოამზადო მენეჯერული რეპორტები, სებ-ის რეპორტები, SLA რეპო­რტე­ბი;
  • ჩაერთო მონაცემთა ხარისხის მართვაში და ხარვეზების პრევენციის სისტემის შემუშა­ვებაში;
  • პერსონალის კონსულტირება და თრენინგი უზ­რუნ­ველ­ყოფის მართ­ვის და შეფასების საკითხებზე.

კვალიფიკაცია

ველოდებით გამოხმაურებას, თუ გაქვს:

  • უმაღლესი განათლება;
  • საშემფასებლო საქმიანობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
  • რეპორტინგის და ანალიზის მიმართულებით გამოცდილება;
  • უძრავი/მოძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job შეფასების ავტორიზების უმცროსი მენეჯერი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar შეფასების ავტორიზაციის მენეჯერი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.