Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ექსპერტი - საბარათე რისკების გუნდი

Job Description - სერვის ექსპერტი - საბარათე რისკების გუნდი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

საბარათე ბიზნესის და ლოიალობის განვითარების ლიგაში, საბარათე რისკების გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს.

თიბისიში საბარათე ოპერაციებთან ასოცირებული რისკები საბარათე ბიზნესის და ლოიალობის განვითარების ლიგის საზრუნავია. საბარათე რისკების გუნდი კი ამ ბიზნესისთვის მუდამ ახალი შესაძლებლობების ძიებაშია, შესაძლებლობების, რომელიც ერთის მხრივ გადაუწყვეტს კონკრეტულ პრობლემას მომხმარებელს და მის ურთიერთობას ბანკთან უფრო უსაფრთხოს და მოქნილს გახდის. შენ იქნები სწორედ ამ გუნდის წევრი, იქნები პასუხისმგებელი სხვადასხვა ახალი პროექტების განხორციელებაზე, იმუშავებ ეჯაილ მიდგომებით და შეიტან წვლილს გადახდების ბიზნესის განვითარებასა და რისკების შემცირებაში.

 

ვის ვეძებთ:

• თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კრეატიული;

• გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

• არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

• გიყვარს გუნდური მუშაობა, თუმცა შეგიძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდე არსებულ პრობლემებს;

• ხარ მომხმარებელზე და მის პრობლემებზე ორიენტირებული;

• ფლობ კარგ ვერბალურ და წერით კომუნიკაციის უნარებს როგორც ინგლისურად ასევე რუსულად;

• ექვაირინგის რისკების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

 

რას გააკეთებ?

• იქნები ეჯაილ გუნდის წევრი;

• საერთაშორისო საგადახდო სისტემების და ადგილობრივი კანონმდებლის რეგულაციებთან შესაბამისობით

მართავ ბანკის საბარათე ტრანზაქციების რისკებს;

• აქტიურად იქნები ჩართული საბარათე ტრანზაქციების მონიტორინგის, თაღლითობის პრევენციის მიზნით

სხვადასხვა ლოგიკების ფორმირებასა და ტექნიკური დანერგვების პროცესში.

• იზრუნებ გუნდის დასახული მიზნების მიღწევაზე;

• მონაწილეობას მიიღებ არსებული პროცესების გაუმჯობესებასა და გამარტივებაში.

• და რაც მთავარია, სამუშაოს სპეციფიკა არ მოგცემს მოწყენის საშუალებას.

კვალიფიკაცია

სასურველია გქონდეს:

  • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ფროდ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო საგადახდო სისტემების რეგულაციების ცოდნა;
  • კრიპტო ბიზნესის მიმართულებით გამოცდილება;
  • სადავო ტრანზაქციების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (მიენიჭება უპირატესობა);
  • ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job სერვის ექსპერტი - საბარათე რისკების გუნდი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar სერვის ექსპერტი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.