Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ექსპერტი

Job Description - სერვის ექსპერტი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31. 

თიბისის კორპორატიულ და საინვესტიციო ბიზნეს მიმართულებაში, კერძოდ კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის განვითარების ლიგაში ვეძებთ - სერვის ექსპერტს.

სამუშაოს აღწერა

  • გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ კორპორატიული სექტორის ბიზნეს ამოცანების და პროცესების  ანალიზში
  • დააგენერირებ იდეებს საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებისთვის
  • გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბექლოგის შექმნა/პრიორიტეტიზაციაში
  • ჩართული იქნები პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ყველა ეტაპში (მონაწილეობას მიიღებ როგორც დიზაინის, ისე დეველოპმენტის, ტესტირების და დანერგვის სამუშაოებში)
  • შეაგროვებ ბიზნეს მოთხოვნებს სთეიქჰოლდერებთან ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით
  • დააპროექტებ ბიზნეს ამოცანის შესაბამის გადაწყვეტილებას
  • ბიზნეს მოთხოვნების გათვალისწინებით შექმნი  ამოცანას (პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფუნქციონალურ დოკუმენტაციას)
  • გუნდის წევრებთან ერთად იზრუნებ დასახული ბიზნეს მიზნების მიღწევაზე
  • ჩართული იქნები ბიზნესის ყოველდღიურ მხარდაჭერაში. სიახლეების შესახებ გაუზიარებ ინფორმაციას ბიზნესს და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმავ ტრენინგებს

 

კვალიფიკაცია

  • საოპერაციო პროდუქტების და ბიზნეს პროცესების ცოდნა.
  • ბიზნეს მოთხოვნებიდან გამომდინარე,  ამოცანის დამუშავების და დაკვეთის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • IT პროექტებზე მუშაობის და Agile (Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება  ჩაითვლება უპირატესობად
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარები

დამატებითი ინფორმაცია

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კონკურენტული ანაზღაურება და საბონუსე სისტემა 

  • საერთაშორისო გამოცდილებისა და განათლების მქონე, ტოპ-ტალანტებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა  

  • მუდმივი მხარდაჭერა განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში

  • ჯანმრთელობის დაზღვევა

  • მრავალფეროვანი შეთავაზებები და აქტივობები - სპეციალურად თანამშრომლებისთვის 

  • თიმბილდინგი ქვეყნის ფარგლებს გარეთ   

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job სერვის ექსპერტი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar სერვის ექსპერტი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.