Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ექსპერტი/გუნდის კაპიტანი - სახელფასო ორგანიზაციების მართვა

Job Description - სერვის ექსპერტი/გუნდის კაპიტანი - სახელფასო ორგანიზაციების მართვა

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

თიბისის, საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგში ,  სახელფასო ორგანიზაციების მართვის ჯგუფში ვეძებთ - სერვის ექსპერტს/გუნდის კაპიტანს.

პოზიციის მიზანი:

ხელმძღვანელობა და განვითარება სახელფასო გუნდისთვის, რომელიც ქმნის და მართავს სახელფასო პროდუქტის სრულ ეკოსისტემას – მათ შორის სახელფასო პროექტების მართვა, მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული სერვისების განვითარება .  მომხმარებლებისთვის მულტიფუნქციური შეთავაზებების უზრუნველყოფა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • KPI და OKR განსაზღვრა და მონიტორინგი;
  • სახელფასო პროდუქტების სტრატეგიული განვითარების უზრუნველყოფა – როგორც MSME, ისე კორპორატიული სეგმენტისთვის;
  • თანამშრომლობა Tribe/Chapter/Business Unit-ებთან და სხვა სტეიქჰოლდერებთან, მომხმარებელზე ორიენტირებული ინიციატივების ეფექტიანად დაგეგმვისა და იმპლემენტაციისთვის;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და მისი გამოყენება პროდუქტების გაუმჯობესებისთვის;
  • ციფრული და ოპერაციული გამოცდილების განვითარება( employee benefits);
  • NPS, ჩართულობის, წარმატების და ეფექტიანობის ძირითადი KPI-ების დადგენა, მონიტორინგი და გაუმჯობესება. მომხმარებლების საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისად ყველა მიმართულების კონტროლი არ დაიკარგოს მომხმარებლის ხმა
  • გუნდის წევრების მოტივაცია და მათი ძლიერი მხარეების ეფექტურად გამოყენება
  • გუნდში შემავალ ყველა პროცესში ჩართულობა, მართვა, დელეგირება
  • ახალი შემოსული ამოცანების გაანალიზება, მიმართულების ჩამოყალიბება და შემდეგ გუნდში დელეგირება
  • ჩართულობა საბარათე პროდუქტების განვითარებაში
  • ანალიტიკურ პროექტებში ჩართულობა

კვალიფიკაცია

უნდა გქონდეს:

  • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება MSME და CIB მიმართულებით( ჩაითვლება უპირატესობად)
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა, კვლევების და NPS-ის ინტეგრაციის გამოცდილება;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება – მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები
  • Excel/Power BI/SQL ან მონაცემებზე მუშაობის საბაზისო ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
  • კომუნიკაციის კარგი უნარი
  • კარგი ორგანიზებულობა და მართვის უნარი
  • ბიზნეს შედეგების მიღწევის მოტივაცია
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • სწორი დელეგირების უნარი

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Share Job
Share Job

Similar სერვის ექსპერტი/გუნდის კაპიტანი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.