Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სტაჟიორი - ბრენდის გამოცდილება და მარკეტინგი, ბრენდ ანალიტიკის ცოდნის ცენტრის გუნდი

Job Description - სტაჟიორი - ბრენდის გამოცდილება და მარკეტინგი, ბრენდ ანალიტიკის ცოდნის ცენტრის გუნდი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერა

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც არის ორიენტირებული მომხმარებელზე და  ყოველდღიურად, მრავალ საინტერესო და მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. ჩვენ გვაერთიანებს საზოგადოებაზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენის სურვილი.

შენი, როგორც სტაჟიორის მოვალეობები იქნება:

  • მონაწილეობა კვლევების მონაცემთა ბაზების ანალიზში, ხელმძღვანელის სუპერვაიზინგით; 
  • ტექნიკური დავალებების მიხედვით კვლევითი პროცესების მხარდაჭერა; 
  • კითხვარების შემუშავებაში ჩართულობა; 
  • მარტივი კვლევითი პროექტების შიდა და გარე სთეიქჰოლდერებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა; 
  • კვლევის ბრიფის შედგენაში დახმარება; 
  • მარტივი ინტერვიუების მოდერირება; 
  • მცირე და საშუალო ზომის პროექტების მონაცემების და ვადების მონიტორინგი ხელმძღვანელის ჩართულობით; 
  • გარე სააგენტოებთან კომუნიკაცია და შედეგების ძირითადი მიგნებების რეპორტინგი; 
  • კვლევის დიზაინისა და მეთოდის განსაზღვრაში მონაწილეობა კვლევის მიზნებიდან გამომდინარე.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • ხარ დინამიური და გსურთ ასეთივე გარემოში მუშაობა. 
  • თუ გაქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი. 
  • ხარ შედეგებზე ორიენტირებული, ამასთანავე შეგიძლია მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო ატმოსფეროს შექმნა და პროცესის მართვა. 
  • ხარ გუნდის ძლიერი მოთამაშე და ამასთანავე იღებთ ინიციატივას და ლიდერობა გამოგდით. ხარ თავდაჯერებული კომუნიკატორი. 
  • ხარ მე-3, მე-4 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მონაცემთა ანალიზის მიმართულებით. 
  • წერ და საუბრობ ქართულ და ინგლისურ ენებზე მაღალ დონეზე; 
  • ფლობ MS Office პროგრამებს მაღალ დონეზე (MS Excel/Word/PowerPoint); 
  • გაქვს საბაზისო ცოდნა კვლევის ჩატარების და ტექნიკური პროგრამების ( SQL, PBI).

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Share Job
Share Job

Similar სტაჟიორი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.