Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

საცალო ლომბარდის ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი

Job Description - საცალო ლომბარდის ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა:

უზრუნველყოს კომპანიის სტრატეგიული განვითარება, ფინანსური შედეგების გაუმჯობესება და ოპერაციული პროცესების ეფექტიანობა საცალო ლომბარდის მიმართულებით.

 

ძირითადი მოვალეობები:

სტრატეგიული მართვა და განვითარება:

  • განსაზღვროს კომპანიის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია საცალო ლომბარდის მიმართულებით.
  • შეიმუშავოს და განავითაროს ლომბარდის პროდუქტები, რაც გაზრდის ბაზრის წილს და მომხმარებელთა ლოიალურობას.
  • მართოს გაფართოების გეგმები – ახალი ფილიალების გახსნა

ფინანსური და ოპერაციული მართვა:

  • დაადგინოს ფინანსური მიზნები, ბიუჯეტირება და მათი შესრულების მონიტორინგი.
  • გააუმჯობესოს ფინანსური მაჩვენებლები: შემოსავალი, მოგება, რენტაბელობა, დავალიანებების დაბრუნების მაჩვენებელი.
  • უზრუნველყოს მაღალეფექტური ოპერაციული სტანდარტების დანერგვა ლომბარდის ფილიალებში.

გუნდის მართვა და განვითარება:

  • შექმნას და განავითაროს ძლიერი მენეჯერული გუნდი.
  • უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფესიული ზრდის პროგრამები და მოტივაცია.
  • დაამყაროს შედეგებზე დაფუძნებული კორპორატიული კულტურა.

რისკების მართვა და რეგულაციების დაცვა:

  • მართოს საკრედიტო, სამართლებრივი და ოპერაციული რისკები.
  • უზრუნველყოს მარეგულირებელი მოთხოვნების (მაგ. ეროვნული ბანკის რეგულაციების) სრული დაცვა.
  • განავითაროს შიდა კონტროლის მექანიზმები თაღლითობის და ფინანსური დარღვევების პრევენციისთვის.

კლიენტთან ურთიერთობა და რეპუტაციის მართვა:

  • განავითაროს მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
  • გააკონტროლოს მომხმარებელთა უკუკავშირი და ხარისხის სტანდარტების შესრულება.
  • უზრუნველყოს კომპანიის პოზიტიური იმიჯის შენარჩუნება საზოგადოებაში და პარტნიორებთან.

 

 

კვალიფიკაცია

აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარები:

  • მინიმუმ 5-7 წლიანი გამოცდილება ლომბარდის, მიკროსაფინანსო, საბანკო ან საცალო ფინანსების სფეროში მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე.
  • სიღრმისეული ცოდნა ლომბარდის ოპერაციებისა და საკრედიტო პოლიტიკის შესახებ.
  • ფინანსური ანალიზის, ბიზნეს დაგეგმვის და რისკების მართვის კომპეტენცია.
  • მოლაპარაკების უნარები და მაღალი პასუხისმგებლობა

 

ადგილმდებარეობა: თბილისი (შესაძლებელია რეგიონებში მივლინებები)

დამატებითი ინფორმაცია

.

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job საცალო ლომბარდის ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar საცალო ლომბარდის ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.