Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სტაჟიორი - ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი, თანამშრომელთა ჩართულობისა და მოტივაციის მიმართ

Job Description - სტაჟიორი - ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი, თანამშრომელთა ჩართულობისა და მოტივაციის მიმართ

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერა

შენ იქნები გუნდის წევრი, რომლის მიზანია, იზრუნოს ორგანიზაციის თანამშრომლებზე და უზრუნველყოს მათთვის საუკეთესო სამუშაო გამოცდილების შექმნა.

შენ, როგორც სტაჟიორი ჩაერთვები:

  • ბანკის მასშტაბით სხვადასხვა გუნდების ყოველდღიურ საქმიანობაში
  • სამოტივაციო პროცესების კოორდინაციაში
  • თანამშრომლებისთვის საინტერესო და შთამაგონებელი სამუშაო გარემოს შექმნაში
  • თიმბილდინგების, ვორქშოპებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვაში, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას
  • ორგანიზაციული კულტურის განახლების პროცესში სხვადასხვა გუნდთან აქტიურ თანამშრომლობაში
  • ასევე დაეხმარები HC გუნდს თანამშრომელთა უკუკავშირის შეგროვებასა და მის ანალიზში.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა
  • გაინტერესებს ადამიანური კაპიტალის მართვის სფერო და გსურს, მიიღო გამოცდილება თანამშრომელთა ჩართულობის, მოტივაციისა და პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნის მიმართულებით
  • ხარ მეგობრული და გაქვს მოსმენის და გუნდის წევრების მხარდაჭერის სურვილი
  • ხარ პასუხისმგებლიანი და ყურადღებას აქცევ დეტალებს
  • არ გეშინია ჩართულობისა და ინიციატივების
  • ფლობ ინგლისურ ენას და MS Office პროგრამებს (MS Excel/PowerPoint);
  • და რაც მთავარია — გაქვს განვითარების და სწავლის სურვილი

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Share Job
Share Job

Similar სტაჟიორი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.