Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

შიდა კონტროლის ანალიზისა და რეპორტინგის მენეჯერი

Job Description - შიდა კონტროლის ანალიზისა და რეპორტინგის მენეჯერი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

შიდა კონტროლის ანალიზისა დარეპორტინგის მენეჯერის ძირითადი ფუნქცია არის მთელ ორგანიზაციაში დისტანციური კონტროლების გამოყენებით რისკების იდენტიფიკაციის ხელშეწყობა. შიდა კონტროლის მართვის საკითხებზე ანგარიშგებისა და მონიტორინგის ფორმატების შემუშავება. რისკებისა და კონტროლების ინდიკატორების/მეტრიკების განვითარება.

ძირითადი ფუნქციები:

  • ტრანზაქციების დისტანციური კონტროლების შემუშავება, წარმოება, მონიტორინგი და ანალიზი
  • კონტროლის ინდიკატორების (Red Flags, KRI’s) შემუშავება, ანალიზი და რეპორტინგი
  • საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით, მონაცემების შეგროვება, მართვა და დამუშავება
  • რისკებისა და კონტროლების მეტრიკების მუდმივი განვითარება და გაუმჯობესება
  • ანალიტიკური რეპორტების მომზადება
  • შიდა კონტროლის გამოვლენილ ხარვეზებზე და რისკების მიტიგაციის ღონისძიებების შესრულებაზე ანგარიშგების მომზადება

კვალიფიკაცია

  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს/ფინანსებში
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კონტროლში, ან ფინანსური ორგანიზაციის რეპორტინგში ან მონაცემთა დამუშავების მიმართულებაში
  • მონაცემთა მართვის, ანალიზისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის გამოცდილება
  • დიდი რაოდენობით მონაცემების დამუშავებისა და ორგანიზების უნარი
  • MS Excel და Power BI -ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა როგორც საუბარი, ასევე წერა

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება, ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები
  • ეფექტური დაგეგმვა და ორგანიზება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და კრიტიკული აზროვნება
  • ინიციატიურობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job შიდა კონტროლის ანალიზისა და რეპორტინგის მენეჯერი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar შიდა კონტროლის ანალიზისა და რეპორტინგის მენეჯერი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.