Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

ჯგუფის უფროსი - საცალო საბანკო ბიზნესის დაგეგმვის და ანალიზის ჯგუფი

Job Description - ჯგუფის უფროსი - საცალო საბანკო ბიზნესის დაგეგმვის და ანალიზის ჯგუფი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

საცალო, მცირე და საშუალო საბანკო ბიზნესის ფინანსების მართვის განყოფილებაში, ვეძებთ  -  საცალო საბანკო ბიზნესის დაგეგმვის და ანალიზის ჯგუფის უფროსს !

რას გააკეთებ?

  • საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით ბიუჯეტის დაგეგმვა და შემდგომი შესრულების კონტროლი-მონიტორინგი; ფინანსური მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა, გადახრების ანალიზი, გამოსწორების გზების დაგეგმვა და რეალიზება;
  • შიდა, ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტლური მენეჯერული რეპორტების მომზადება სეგმენტებისა და პროდუქტების ჭრილში;
  • ახალ პროექტებზე/პროდუქტებზე ბიზნეს ქეისების შექმნა და ანალიზი, მათ შორის საპროგნოზო მომგებიანობისა და კომერციული პარამეტრების თვალსაზრისით;
  • საჭიროებისამებრ, შიდა მოხმარებისა და საცალო საბანკო ბიზნესის პრეზენტაციების მომზადება;
  • რეპორტინგის სისტემების/პროცესების მუდმივი გაუმჯობესება, განვითარება, დახვეწა, გამართვა და ბიზნესის საჭიროებებთან და საერთაშორისო best practice-ებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • მონაცემთა ხელმისაწვდომობის და გამართულობის უზრუნველყოფა, რეპორტების ავტომატიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
  • კოორდინირებული მუშაობა სტეიკჰოლდერების ფართო წრესთან (რისკები, ფინანსები, მარკეტინგი, სამეურნეო, შიდა მიმართულებები, ა.შ.).
  • განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის და ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების წარდგენა;
  • ჯგუფის სამუშაოების დაგეგმვა, კოორდინირება და მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევა;
  • ჯგუფის შიგნით თანაშრომლების როლებისა და უფლება-მოვალეობების მკაფიოდ განსაზღვრა, მუშაობის ხარისხის რეგულარული შეფასება და მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.

კვალიფიკაცია

უნდა გქონდეს:

  • კორპორატიული ფინანსების, მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებისა და პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საბანკო პროდუქტების, სერვისების,პროცედურების და საქმიანობის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
  • მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია საბანკო მიმართულებით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • Excel, PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია

 

    თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

    დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

    Share Job
    Share Job

    Similar ჯგუფის უფროსი Jobs in the US

    GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

    Mobile Apps

    Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.