Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სამართალწარმოების უმცროსი იურისტი

Job Description - სამართალწარმოების უმცროსი იურისტი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

შენროგორც უმცროსი იურისტი:

  • დაიცავ ბანკის ინტერესებს და უზრუნველყოფ მის წარმომადგენლობას, როგორც საკრედიტო ისე არასაკრედიტო დავასთან დაკავშირებით, მესამე პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოებში (მათ შორის: ყველა ინსტანციის სასამართლოში, არბიტრაჟში; აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის ტერიტორულ ორგანოებში, კერძო აღმასრულებელთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; შსს-ში, შსს მომსახურების სააგენტოში სპეციალისტთან, ნოტარიუსთა პალატაში, და სხვ.);
  • სამართალწარმოების ფარგლებში, მსესხებლებთან/თავდებებთან, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეებთან და საქმესთან დაკავშირებულ სხვა მხარეებთან გექნება ურთიერთობა; განიხილავ მათ განცხადებებსა და საჩივრებს; დამოუკიდებლად და/ან შესაბამის უფლებამოსილ პირებთან ერთად გადაწყვეტილებას მიიღებ და მოახდენ შესაბამის რეაგირებას;
  • წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით მოამზადებ რეპორტებს და წარადგენ შესაბამის უფლებამოსილ პირებთან;
  • პრობლემურ საკითხებზე მოამზადებ იურიდიულ დასკვნებს;
  • ბანკის წინააღმდეგ წარმოებულ სადაო სამართლებრივ საქმეებზე აწარმოებ მოლაპარაკებებს და წარმოადგენ ბანკს; შემოსულ  კორესპონდენციაზე მოამზადებ რეკომენდაციასა და პასუხებს;
  • უზრუნველყოფ სასამართლო პრაქტიკის მუდმივ მონიტორინგსა და გაუზიარებ გუნდის წევრებს.
  • მიიღებ ცოდნას და გამოცდილებას, რომელსაც გაგიზიარებენ  ბანკის კვალიფიციური და გამოცდილი იურისტები.

კვალიფიკაცია

  • მაგისტრის ხარისხი ან მაგისტრატურის სტუდენტი იურიდიული მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო ან მოსამართლის გამოცდები სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით (სასურველია);
  • იურისტის/ადვოკატის პოზიციაზე მუშაობის ან სტაჟირების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საბანკო სფეროში, პრობლემური სესხების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ადმინისტრაციული საქმის წარმოების ცოდნა (სასურველია);
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

ველოდებით  გამოხმაურებას თუ გაქვს:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პრობლემების ანალიზის უნარი;
  • მოლაპარაკების უნარი;

ზრუნავ პროფესიულ განვითარებაზე და ხარ:

  • პუნქტუალური;
  • გუნდური;
  • დისციპლინირებული;
  • მოქნილი და გაქვს ცვლილებებზე ადაპტირების უნარი;.
  • დეტალებზე ორიენტირებული;

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job სამართალწარმოების უმცროსი იურისტი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar იურისტი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.