Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

ბიუჯეტირებისა და ფინანსური მართვის უფროსი მენეჯერი

Job Description - ბიუჯეტირებისა და ფინანსური მართვის უფროსი მენეჯერი

კომპანიის აღწერა

თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 9000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.

თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.

დაგროვილი ქონების მართვის განყოფილება აცხადებს ვაკანსიას  ბიუჯეტირებისა და ფინანსური მართვის უფროსი მენეჯერის პოზიციაზეეს კონკრეტული როლი დაექვემდებარება დაგროვილი ქონების მართვის ფინანსური განყოფილების უფროსს.

სამუშაოს აღწერა

  • Wealth Management მიმართულების ბიუჯეტის მომზადება კლიენტების შესაბამისი სეგმენტაციისა და პროდუქტების ჭრილში;
  • ბიზნეს გეგმისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი; დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა, მუდმივი კონტროლი, გადახრების ანალიზი, გამოსწორების გზების დაგეგმვა და რეალიზება;
  • გუნდების მიხედვით შედეგების დათვლა და ანალიზი. მუდმივად შედეგების მონიტორინგი
  • საჭიროებისამებრ, შიდა მოხმარებისა და კლიენტებისთვის საჭირო რეპორტებისა და კორპორატიული საბანკო  ბიზნესის პრეზენტაციების მომზადება;
  • ჯგუფის სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინირება;
  • ფინანსური და ფუნქციონალური გეგმების შესრულების მონიტორინგი.

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება ფინანსურ სფეროში;
  • საბანკო პროდუქტების, სერვისების,პროცედურების და საქმიანობის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
  • მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება, სასურველია საბანკო მიმართულებით;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
  • Excel, PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია

 

    თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

    დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

    Original job ბიუჯეტირებისა და ფინანსური მართვის უფროსი მენეჯერი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
    Share Job
    Share Job

    Similar ბიუჯეტირებისა და ფინანსური მართვის უფროსი მენეჯერი Jobs in the US

    GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

    Mobile Apps

    Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.