Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

მრჩეველი - ფოთი

Job Description - მრჩეველი - ფოთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.  

სამუშაოს აღწერა

  • მომხმარებელს გაუწევ მაღალხარისხიან მომსახურებას, ბანკის საკრედიტო, საოპერაციო თუ სხვა პროდუქტების შეთავაზების და ოპერაციების გატარების კუთხით;
  • იმუშავებ ყოველთვიური დასახული გეგმების და მიზნების შესრულებაზე, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი კუთხით;
  • უზრუნველყოფ კლიენტების მომსახურებას დამატებითი სერვისებით, როგორიც არის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და სხვა;
  • კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფ მისი შემოსავლების ფინანსურ ანალიზს, იმუშავებ პროექტის შედგენასა და საბოლოო საკრედიტო კომიტეტისთვის მომზადებას;

ჩვენ გთავაზობთ:

  • საუკეთესო სამუშაო გარემოს,  პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
  • გექნება შესაძლებლობა იმუშაო თანამედროვე ტექნოლოგიებით და მათ შორის, იყო მონაწილე სისტემების ყოველდღიური გაუმჯობესების პროექტებში;
  • სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ანაზღაურებად გადამზადების პერიოდს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში/ამაღლებაში და სამუშაოს უკეთ შესრულებაში;
  • ზრდად ფიქსირებულ ხელფასს, დამატებით ყოველთვიურ ბონუსს, გაყიდვების შედეგების შესაბამისად;
  • ერთ წლამდე წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, გექნება პოზიციურად დაწინაურების შესაძლებლობა;
  • დამატებითი სარგებლები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებითვის, ფონდი თიბისელები, თანამშრომელთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული (well-being) აქტივობები და სხვა მრავალი;
  • შეძლებ დარეგისტრირდე შენთვის საინტერესო ტრენინგზე და განავითარო ახალი უნარები ნებისმიერი სფეროს მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიური მიმართულებით

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს საბანკო სექტორში, მომსახურების მიმართულებით, დასახული გეგმების წარმატებულად შესრულების მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
  • დამატებით ფლობ უცხო ენებს;
  • ხარ განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გინდა განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 31 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job მრჩეველი - ფოთი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar მრჩეველი - ფოთი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.