Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

მონაცემთა პროდუქტის მფლობელი

Job Description - მონაცემთა პროდუქტის მფლობელი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

თიბისის ბანკის AI და მონაცემთა მართვის დეპარტამენტში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - მონაცემთა პროდუქტის მფლობელს.

შენ მოხვდები გუნდში, სადაც მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული მსხვილი ტრანსფორმაციული პროექტები და პროდუქტები კეთდება და იმართება. ამ პროდუქტების მიზანია ბანკისთვის მნიშვნელოვანი ღირებულების შექმნა. ისინი ეფუძნება დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავებასა და აუცილებელი ანალიტიკის მიწოდებას ბანკის თითქმის ყველა მიმართულებისთვის.

შენ, როგორც მონაცემთა პროდუქტის მფლობელი:

  • ზრუნავ სისტემის მხარდაჭერასა და განვითარებაზე, რომელიც ფილიალის 3,000-ზე მეტ თანამშრომელს საშუალებას აძლევს ყოველდღიურ რეჟიმში ჰქონდეს ხედვა საკუთარ შედეგებზე.
  • მართავ გუნდს, რომელიც შედგება ბიზნეს ანალიტიკოსისა და მონაცემთა ანალიტიკოსებისგან.
  • თანამშრომლობ პროდუქტის დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ყველა მხარე იყოს ინფორმირებული და ერთმანეთთან შეთანხმებულად მუშაობდეს.
  • ზრუნავ გუნდის კოორდინაციასა და შედეგზე ორიენტირებული პროდუქტის განვითარებაზე
  • ჩართული ხარ პროდუქტის განვითარების ყველა ეტაპზე — ცვლილებების ინიცირების, შეფასების, დაგეგმვის და იმპლემენტაციის დროს.
  • კომპლექსურ ბიზნეს პრობლემებს გარდაქმნი ანალიტიკურ ამოცანებად და იღებ შესაბამის გადაწყვეტილებებს

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • არ გეშინია გამოწვევების;
  • შეგიძლია მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობა;
  • გამოირჩევი ინიციატივებით და ხარ პროაქტიული;
  • ხარ შედეგზე ორიენტირებული და სწორად განსაზღვრავ პრიორიტეტებს დასახული მიზნების მისაღწევად;
  • შეგიძლია როგორც გუნდის და პროდუქტის ეფექტური მართვა, ასევე  გუნდის წევრებისთვის მოტივაციის შექმნა და შენარჩუნება

აუცილებელია, გქონდეს:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან სხვა ტექნიკურ დარგში;
  • საბანკო სექტორში ანალიტკურ მიმართულებებში მუშაობის  5 წლიანი გამოცდილება;
  • ანალიტიკურ სისტემებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია

კარგი იქნება, გქონდეს:

  • ვიზუალიზაციის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Power BI)
  • სტატისტიკური პროგრამირების ენებთან/პაკეტებთან (SQL, PySpark, Python ა.შ) მუშაობის გამოცდილება.
  • საბანკო პროგრამების და სისტემების ცოდნა (B6, LOS, CRM, etc)
  • მენეჯერულ პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job მონაცემთა პროდუქტის მფლობელი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar მონაცემთა პროდუქტის მფლობელი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.