Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი - ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა

Job Description - სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი - ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერა

თიბისიში, ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგაში, ვეძებთ  - სერვის ესპეტს/გუნდის ლიდერს.

ლიგის მიზანია განავითაროს ყველაზე მარტივი და საყვარელი ციფრული ბანკინგი, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებლებს.

რას გააკეთებ? 

  • ყოველდღიურად უხელმძღვანელებ  მრავალფუნქციურ და  სწრაფად განვითარებად გუნდს,  იზრუნებ მათ მოტივაციაზე.
  • იქნები პასუხისმგებელი  პროდუქტის KPI-ებზე და გუნდის  OKR-ებზე.
  • Product owner- თან ერთად იქნები ჩართული   MVP-ზე ორიენტირებული პროდუქტის განვითარების პროცესში და ბექლოგის მართვაში;
  • პროექტებში მონაწილე ყველა მხარეებთან გავლის საფუძველზე შეაგროვებ და გააანალიზებ ბიზნეს მოთხოვნებს;
  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს პროცესების ანალიზში;
  • დაადოკუმენტირებ ფუნქციურ/არაფუნქციურ მოთხოვნებს და ბიზნეს პროცესების დიაგრამებს;
  • შეათანხმებ მოთხოვნებს დაინტერესებულ პირებთან; 
  • გუნდთან ერთად დაგეგმავ ბიზნეს მოთხოვნების შესაბამის ტექნიკურ გადაწყვეტილებას;
  • გექნება მჭიდრო თანამშრომლობა ბანკის სხვადასხვა განყოფილებებთან და გუნდებთან;
  • გექნება ურთიერთობა უცხოურ და ადგილობრივ ვენდორებთან;
  • შეასრულებ ფუნქციონალური ექსპერტის როლს ტექნიკური გადაწყვეტილების დიზაინის, შექმნის, ტესტირებისა და დანერგვის ფაზებში; 
  • უზრუნველყოფ მოთხოვნის რეალიზების სრული ციკლის შესრულებას-მოთხოვნის ჩამოყალიბების ფაზიდან საბოლოო ტესტირებამდე და ჩაბარებამდე;

ვის ვეძებთ, თუ: 

  • ხარ ენერგიული, პასუხისმგებლიანი და შეგიძლია გუნდის წევრების მოტივაცია; 
  • გიყვარს სისტემების, პროცესების დიზაინი და მათი ანალიზი; 
  • გიყვარს პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების ახალი გზების ძიება; 
  • მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში; 
  • გაქვს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი; 
  • გაქვს გუნდის მართვის, ორგანიზების და ეჯაილ პრინციპებით მუშაობის უნარი; 

კვალიფიკაცია

  • გამოცდილება ბიზნესის/სისტემის ანალიტიკოსის ან  ციფრული  პროდუქტის მფლობელის (Product Owner)  პოზიციაზე; 
  • გამოცდილება ტექნიკურ გუნდებთან მუშაობის, პროდუქტის განვითარების, User story  ჩამოყალიბების მიმართულებით;
  • Agile/კროს-ფუნქციურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება
  • ბანკის პროცესების/პროდუქტების ცოდნა (ჩაითვლება უფირატესობად)
  • მობაილ და ვებ აპლიკაციების დანერგვის გამოცდილება ( ჩაითვლება უპირატესობად)
  • ძლიერი კომუნიკაციის და მენეჯერული უნარები

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Share Job
Share Job

Similar სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი - ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.