Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

ქსელის და გაყიდვების კოორდინატორი - თვითდასაქმებული სეგმენტის გუნდი

Job Description - ქსელის და გაყიდვების კოორდინატორი - თვითდასაქმებული სეგმენტის გუნდი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერა

თიბისის, საცალო საბანკო დაკრედიტების და ოპერაციების დირექტორიატში,  საცალო საბანკო ბიზნესის (RBB) მიმართულებით ვეძებთ - ქსელის და გაყიდვების კოორდინატორს!

პოზიციიც მთავარი მიზანია საცალო საბანკო მიმართულებით, თვითდასაქმებული სეგმენტის მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურების უზრუნველყოფა, მათი ფინანსური საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილებას და ბანკის ბიზნეს მიზნების შესრულებას.

მოვალეობები

  • კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი საბანკო პროდუქტების შეთავაზება (ანაბრები, სესხები, ბარათები, ციფრული სერვისები და სხვა).
  • სეგმენტზე მორგებული პროცესების განსაზღვა და შეთანხმება შესაბამის მიმართულებებთან
  • სეგმენტზე მორგებული პროდუქტის/სერვისის სრული ციკლის მართვა
  • საბანკო პოლიტიკის, რეგულაციების და შესაბამისობის სტანდარტების დაცვა
  • მჭიდრო თანამშრომლობა ბანკის სხვადასხვა განყოფილებებთან და გუნდებთან
  • ფუნქციონალური ექსპერტის როლის შესრულება ტექნიკური გადაწყვეტილების დიზაინის, შექმნის პრიცესსა და ტესტირებაში
  • დაინტერესებულ მხარეეებთან კოორდინაცია და უკუკავშირი
  • ბაზრის და კონკურენტების კვლევა
  • სეგმენტზე ორიენტირებული ახალი იდეების გენერაცია და პასუხისმგებლობა ინიციატივების ხარისხიანად შესრულებაზე

კვალიფიკაცია

უნდა გქონდეს :

  • გუნდის მართვის გამოცდილება
  • ბანკის პროცესების/პროდუქტების/რეგულაციების ცოდნა
  • პროექტის  მართვის გამოცდილება ( მიენიჭება უპირატესობა)
  • ტექნიკურ გუნდებთან მუშაობის, პროდუქტის განვითარების, User story ჩამოყალიბების გამოცდილება (მიენიჭება უპორატესობა)
  • Agile/კროს-ფუნქციურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება (მიენიჭება უპირატესობა)
  • გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება
  • პრეზენტაციის აწყობა/ჩატარების გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Share Job
Share Job

Similar ქსელის და გაყიდვების კოორდინატორი - თვითდასაქმებული სეგმენტის გუნდი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.