Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ექსპერტი - ტრადიციული პერსონალური საბანკო მომსახურება (სესხების მიმართულება)

Job Description - სერვის ექსპერტი - ტრადიციული პერსონალური საბანკო მომსახურება (სესხების მიმართულება)

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერა

თიბისის, მაღალ შემოსავლიანი სეგმენტის მომსახურების ლიგაში, კერძოდ  - ტრადიციული პერსონალური საბანკო მომსახურების გუნდში სესხების მიმართულებით, ვეძებთ - სერვის ექსპერტს ! 

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია უზრუნველყოს მაღალ შემოსავლიან სეგმენტის კლიეტებისთვის  საკრედიტო პროდუქტების  განვითარებაზე ზრუნვა და  მაღალი ხარისხის მომსახურება

ვის ვეძებთ:

  • თუ გაქვს საცალო სესხების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • თუ ხარ ენერგიული და მოტივირებული;
  • თუ ხარ კრეატიული და შეგიძლია მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტების/პაკეტების/სერვისების შექმნა და განვითარება;
  • გაქვს უნარი, იმუშავო ერთდროულად რამდენიმე პარალელურ პროექტზე;
  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • შეძლებ იმუშავო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.

რას გააკეთებ?

  • მომხმარებლების საჭიროების იდენტიფიცირება;
  • არსებული პროდუქტების და პროცესის დახვეწა / განვითარება;
  • პროდუქტის და პროცესის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და სტრატეგიაზე დაფუძნებული აქტივობების და ქმედებების დაგეგმვა;
  • პროდუქტის და პროცესის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • პროდუქტის და პროცესის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • პროცესის გამართვა და ავტომატიზაცია;
  • შედეგების ანალიზი, მომგებიანობის უზრუნველყოფა;
  • პროდუქტის გაყიდვის მონიტორინგი და მხარდაჭერა;
  • მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნა;
  • ბაზრის ანალიზი: კონკურენტების და საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება, დანერგვა და განვითარება;
  • დროული და ხარისხიანი რეპორტინგი;
  • სხვა დამატებითი ფუნქციების შესრულება, რაც აუცილებელია ბიზნეს ამოცანის შესასრულებლად;

უნარები

  • ლიდერობა და სტრატეგიული ხედვა;
  • კომუნიკაბელურობა/მოლაპარაკების წარმოება;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

კვალიფიკაცია

უნდა გქონდეს:

  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სექტორში
  • საკრედიტო პროდუქტების საფუძვლიანი ცოდნა 
  • გაყიდვების და პროდუქტის განვითარების მიმართულებით გამოცდილება
  • Excel - ის ცოდნა 
  • ინგლისური ენის ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Share Job
Share Job

Similar სერვის ექსპერტი - ტრადიციული პერსონალური საბანკო მომსახურება (სესხების მიმართულება) Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.