Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

პროდუქტის განვითარებისა და შეთავაზებების ხელმძღვანელი - თვითდასაქმებული სეგმენტი

Job Description - პროდუქტის განვითარებისა და შეთავაზებების ხელმძღვანელი - თვითდასაქმებული სეგმენტი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერა

თიბისის, საცალო საბანკო დაკრედიტების და ოპერაციების დირექტორიატში, საცალო საბანკო ბიზნესის (RBB) მიმართულებით, ვეძებთ  პროდუქტის განვითარებისა და შეთავაზებების ხელმძღვანელს, რომლის  მიზანია საცალო საბანკო  მიმართულებით, თვითდასაქმებული სეგმენტის  მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურების უზრუნველყოფა, მათი ფინანსური საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილებას და ბანკის ბიზნეს მიზნების შესრულებას.

მოვალეობები

  • სეგმენტის სტრატეგიის შედგენაში მონაწილობა
  • ახალი პროდუქტის/სერვისის კვლევა, დიზაინის აწყობა და კონკურენტული პროდუქტის შექმნა/განვითარებაში მონაწილეობის მიღება
  • MVP-ზე ორიენტირებული პროდუქტის განვითარების პროცესში ჩართვა და ბექლოგის მართva
  • ტოპ ქვეყნების ანალიზი, მათი შესწავლა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა
  • ადგილობრივ ვენდორებთან და ეკოსისტემებთან ურთიერთობა
  • მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევასა და უკუკავშირის პროცესში ჩართვა

კვალიფიკაცია

უნდა გქონდეს:

  • მენეჯერული გამოცდილება
  • ბანკის პროცესების/პროდუქტების/რეგულაციების ცოდნა
  • პროექტის მართვის გამოცდილება
  • პროდუქტის განვითარება/ მართვის  სრული ციკლის გამოცდილება
  • ტექნიკურ გუნდებთან მუშაობის, User story ჩამოყალიბების გამოცდილება
  • Agile/კროს-ფუნქციურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება
  • სოციალური მედიის და კომუნიკაციის ინსტრუმენტების ცოდნა
  • ფინანსური მონაცემების წაკითხვის/ გაანალიზების გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Share Job
Share Job

Similar პროდუქტის განვითარებისა და შეთავაზებების ხელმძღვანელი - თვითდასაქმებული სეგმენტი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.