Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

ოპერაციების ექსპერტი - კლიენტების რეგისტრაციის დივიზია

Job Description - ოპერაციების ექსპერტი - კლიენტების რეგისტრაციის დივიზია

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერა

  • ფილიალებიდან/დისტანციური არხებიდან ჯირას ბორდზე/ჯგუფურ მეილზე შემოსული  მოთხოვნის დროული და ხარისხიანი შესრულება
  • მოთხოვნის საფუძველზე ფიზიკური  პირი  კლიენტების:
    • რეგისტრაცია, მონაცემების ცვლილება;
    • პლასტიკური ბარათების  დამზადების, განახლების, გაუქმების განაცხადების ავტორიზაცია;
    • ვადიანი დეპოზიტების/ სადეპოზიტო სერთიფიკატების რეგისტრაციის ავტორიზაცია, ცვლილება, შეწყვეტა, კონვერტაცია, გამოსყიდვა, გასხვისება;
    • სატარიფო პაკეტების დამატება, ცვლილება, გაუქმების ავტორიზაცია;
    • მინდობილობის შემოწმება, რეგისტრაცია, გაუქმება;
    • საზღვარგარეთ გაცემული მინდობილობის ვერიფიკაცია სკაიპ/zoom ქოლის განხორციელების საფუძველზე;
    • კლიენტების ოპერაციების შეზღუდვა (გარდაცვალება /სამკვიდრო);
    • ინგლისურენოვანი ამონაწერი/ცნობის ვერიფიკაცია (ფიზიკური და იურიდიული პირები);
    • დეპოზიტების დღის დაბლოკვა/დღის ბოლოს ტრანზაქციების მონიტორინგი;
  • დამატებითი ფუნქციების დროებით შეთავსება მიღებული დავალების შესაბამისად;
  • დაკისრებული ფუნქციების შესრულება მოქმედი წესების დაცვით;
  • ხელმძღვანელობისგან მიღებული ლეგიტიმური დავალებების დროული და ადეკვატური შესრულება;
  • დაკავშირებულ მხარეებთან არასტანდარტული საკითხის რეგისტრაცია და მიღებული პასუხების შესაბამისად ტრანზაქციების შესრულება ;
  • ოპერაციების დამუშავებისათვის შესაბამისი სუბიექტებისაგან ადექვატური მხარდაჭერის მოთხოვნა;
  • შიდა აუდიტის წარმომადგენლისათვის განმარტებების მიცემა აუდიტის ობიექტთან დაკავშირებით;
  • ბანკის შინაგანაწესისა და   კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • პროცესებში არსებული საოპერაციო რისკების გამოვლენა და პრევენციის ღონისძიებების განხორციელება;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემებზე/შეფერხებებზე რეაგირება და მათი მოგვარების მიზნით პრობლემის და ხარვეზის გამომწვევი წყაროს მოძიება და შეძლებისდაგვარად მათი აღმოფხვრა;
  • ეჯაილ ცერემონიებზე (Daily;  Retro და ა.შ.) დასწრების აუცილებლობა;
  • დღის განმავლობაში საკუთარი ოპერაციების მონიტორინგი.
  • დოკუმენტაციის შენახვის საიმედოობის, სისრულის უზრუნველყოფა;

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • სამომხმარებლო პროგრამების ცოდნა და გამართულად მუშაობა;
  • ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, სტანდარტებისა და ინსტრუქციების  ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job ოპერაციების ექსპერტი - კლიენტების რეგისტრაციის დივიზია posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar ოპერაციების ექსპერტი - კლიენტების რეგისტრაციის დივიზია Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.