Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სერვის ექსპერტი - პირდაპირი კომუნიკაციების ცოდნის ცენტრი ( საბარათე ბიზნესი და ლოიალობა)

Job Description - სერვის ექსპერტი - პირდაპირი კომუნიკაციების ცოდნის ცენტრი ( საბარათე ბიზნესი და ლოიალობა)

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერა

პირდაპირი კომუნიკაციების (Direct Communications) ცოდნის ცენტრში ვეძებთ პროდუქტის კამპანიების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საბარათე ბიზნესის და ლოიალობის განვითარების მიმართულებით მარკეტინგული კომუნიკაციების მართვაზე.

შენი იქნები პირდაპირი კომუნიკაციების გუნდის წევრი, სადაც ისწავლი კომუნიკაციების ტექნიკურად  მომზადებას, დაგეგმვას, აღსრულებას და ანალიტიკას. ამავდროულად ინტენსიურად იმუშავებ საბარათე ბიზნესის მიმართულებასთან, გაეცნობი მათი პროდუქტებს, მიზნებს და საჭიროებებს.  როგორც პროდუქტის კამპანიების მენეჯერი ჩაერთვები მათ ყოველდღიურობაში, მიაწოდებ შენს დაკვირვებებს და  მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვით დაეხმარები მიზნების მიღწევაში.

ვის ვეძებთ:

  • ვეძებთ ორგანიზებულ და ენერგიულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია დეტალებზე ფოკუსირება და კომპლექსური დავალების ეფექტურად მართვა
  • სასურველია სადებეტო ბარათების ბიზნესში გამოცდილების ქონა - როგორც ფილიალში პროდუქტების შეთავაზების,  ასევე ეჯაილ გუნდებში პროდუქტის განვითარების მიმართულებით  
  • მონაცემთა ბაზებთან, ექსელის ბაზებთან და PowerBI დეშბორდებთან მუშაობის გამოცდილება
  • მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაციის, გადმოცემის და პრეზენტირების უნარები
  • არ უნდა გაშინებდეს სიახლეები და ცვლილებები. შეგიძლია ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება, გაანალიზება. არ გაშინებს ახალი სამუშაო პროგრამების ათვისება და სამუშაო პროცესების გადართვა.

რას გააკეთებ:

  • კომუნიკაციების გუნდთან ერთად ჩართული იქნები კამპანიების მართვის პროცესში და პასუხისმგებელი იქნები მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციების დაგეგმვაზე, აღსრულებასა და ანალიტიკაზე.
  • ისწავლი მასიური კომუნიკაციებისთვის ისეთი არხების გამოყენებას, როგორიც არის SMS, Push, Email, PopUp
  • ჩაერთვები კომუნიკაციების ეფექტურობის გაანალიზებაში. ინტენსიურად იმუშავებ ბარათების ბიზნესთან და ერთად დაამუშვებთ იდეებს, თუ როგორ შეიძლება კომუნიკაციების ხარისხის გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია
  • იმუშავებ ბაზებთან. ისწავლი სამიზნე სეგმენტების „გამოჭრას“ , ოპტიმიზაციას, ბაზების ფილტრაციას, ლოგიკების გადადებას და კამპანიების ატვირთვას.
  • გექნება საშუალება იმუშავო და ისწავლო  SAS, SQL, PoweBI ის გამოყენება
  • გექნება შეხება გუნდის სტეიკჰოლდერებთან. ნახავ როგორ მუშაობს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებები და ნახავ როგორ გამოიყენება კამპანიები ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

კვალიფიკაცია

საჭირო უნარები:

  • საბარათე ბიზნესის და/ან ლოიალობის პროდუქტების ცოდნა
  • Excel_თან მუშაობა - ბაზების დამუშავება, ლოგიკების გამოყენება
  • უნდა შეგეძლოს მონაცემების “წაკითხვა” და საჭირო დასკვნების გაკეთება
  • კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Share Job
Share Job

Similar სერვის ექსპერტი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.