Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

პრეტენზიების მართვის მენეჯერი - მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილება

Job Description - პრეტენზიების მართვის მენეჯერი - მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილება

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერა

“პრეტენზიების მართვის მენეჯერის“ როლი თიბისიში მომხმარებლის უკუკავშირის ანალიზს, სიღრმისეულ კვლევას, სამართლიან გადაწყვეტილებებზე ზრუნვას და სისტემური გაუმჯობესების ხელშეწყობას ემსახურება.

გუნდის მიზანია, თითოეული პრეტენზია იქცეს მომსახურების გაუმჯობესების შესაძლებლობად და მომხმარებლის ნდობის განმტკიცების საშუალებად.

მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს დეტალურად გაანალიზებულ ფაქტობრივ გარემოებებს და ასახავდეს ბანკის ღირებულებებს – სამართლიანობას, გამჭვირვალობასა და მომსახურების მუდმივ გაუმჯობესებას

თუ გაქვს ანალიტიკური ხედვა, მაღალი პასუხისმგებლობა და გსურს რეალური გავლენა მოახდინო მომსახურების ხარისხზე  და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდაზე – ეს პოზიცია შენთვისაა.

  • მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების შესწავლა, ანალიზი და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება
  • მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების/ინფორმაციის მიწოდება როგორც წერილობით, ასევე ზეპირად (სატელეფონო კომუნიკაციით)
  • საჭიროების შემთხვევაში  სხვადასხვა მიმართულებებისგან (საოპერაციო რისკები, შესაბამისობა, იურისტები და ა.შ) კონსულტაციის/რეკომენდაციის მიღება
  • ანალიზის შედეგად პრეტენზიის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების წარდგენა მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და კმაყოფილების ამაღლების მიზნით
  • ყოველი თვის 10 რიცხვში წინა თვის განმავლობაში შემოსული და წინა თვეში დაუსრულებელი პრეტენზიების ანგარიშგების  მომზადება და ეროვნულ ბანკში გაგზავნა;
  • მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული მიზნების (SLA) შესრულება.

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, სამართლის ან საბანკო პროფილით);
  • საბანკო სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საბანკო პროდუქტებისა და ოპერაციების სიღრმისეული ცოდნა;
  • საბანკო პროგრამებში (LMS, LOS, CRM და ა.შ) მუშაობის გამოცდილება;
  • საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა მომხმარებელთან ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის.
  • საოფისე პროგრამების  (Microsoft Word, Excel და ა.შ) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პროფესიული უნარები

  • ანალიტიკური აზროვნება – დეტალებზე ორიენტაცია, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ამოცნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი – კონფლიქტური სიტუაციების მართვა და სწორი ტონის შერჩევა;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი
  • მოლაპარაკების უნარი – როგორც მომხმარებელთან, ისე შიდა გუნდებთან ეფექტური შეთანხმების მიღწევა;
  • სამართლებრივი და რეგულაციური მოთხოვნების გაგება – ეროვნული ბანკის მოთხოვნების, შიდა პოლიტიკისა და საბანკო კანონმდებლობის გათვალისწინება.

პიროვნული უნარები

  • პასუხისმგებლიანი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • სტრესულ გარემოში სტაბილური
  • გუნდური
  • კომუნიკაბელური
  • ორგანიზებული
  • ინიციატივიანი

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Share Job
Share Job

Similar პრეტენზიების მართვის მენეჯერი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.