Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

ბიზნესის ანალიზის მენეჯერი - რეპორტინგის და მოტივაციის ჯგუფი

Job Description - ბიზნესის ანალიზის მენეჯერი - რეპორტინგის და მოტივაციის ჯგუფი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერა

საცალო საბანკო დაკრედიტებისა და ოპერაციების დაგეგმვა / ანალიზის მიმართულებაში, კერძოდ,  რეპორტინგის და მოტივაციის ჯგუფში, ვეძებთ ბიზნესის ანალიზის მენეჯერს.

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს საინტერესო და  ბანკისთვის მნიშვნელოვან ამოცანებზე. გექნება სრული მხარდაჭერა, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ამოცანები.

რას გააკეთებ?

  • ფილიალებისთვის გეგმების შედგენა და თანამშრომლებზე განაწილება
  • ფილიალების შედეგების დათვლა
  • მოტივაციის სტატისტიკების და სიმულაციების მომზადება
  • ფილიალებისთვის პერმანენტული რეპორტების მომზადება და ბიზნესისთვის გაზიარება
  • ფილიალების სამოტივაციო სქემის დახვეწა და პროგრამული გამართვა სხვადასხვა მიმართულებების ჩართულობით.
  • ფილიალებთან მჭიდრო კომუნიკაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის გაზიარება.
  • Ad hoc რეპორტების მომზადება.

კვალიფიკაცია

  • საბანკო სექტორში ან ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის უნარი
  • საბანკო პროდუქტების და პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების კარგი ცოდნა (Excel - მაღალ დონეზე, Power BI/SQL სასურველია)
  • კომუნიკაციის და სტეიკჰოლდერებთან ეფექტური მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job ბიზნესის ანალიზის მენეჯერი - რეპორტინგის და მოტივაციის ჯგუფი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar ბიზნესის ანალიზის მენეჯერი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.