Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

სამშენებლო ჯგუფის უფროსი

Job Description - სამშენებლო ჯგუფის უფროსი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერა

სამშენებლო პროცესების მართვა და კონტროლი

  • ჯგუფში შემოსული დავალებების/პროეტების ანალიზი და ინჟინრებზე გადანაწილება;
  • მიმდინარე და დასრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების კონტროლი (ხარისხი, ვადები, გეგმა-გრაფიკი);
  • გარე კომუნიკაციების (დენი, წყალი, გაზი, დასუფთავება) კოორდინაცია და რეგისტრაციის პროცესების მართვა;
  • ფასთა მოკვლევის, ტენდერებისა და მათ შედეგებზე მუშაობის კოორდინაცია;

დოკუმენტაციის მართვა და ადმინისტრირება

  • სატენდერო და საინჟინრო დოკუმენტაციის მომზადება, შეფასება და კონტროლი;
  • ანგარიშსწორების დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • სამუშაოებთან დაკავშირებული ყოველდღიური კორესპონდენციის წარმოება და ფაილინგის ორგანიზება;

გუნდის მართვა და განვითარება

  • გუნდის წევრების საქმიანობის მონიტორინგი და უკუკავშირის მიწოდება;
  • სამოტივაციო და პრემირების სისტემის მართვა და კონტროლი;
  • შვებულებების გრაფიკის და ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა;

ინოვაცია და სტრატეგიული ჩართულობა

  • პროცესების ავტომატიზაცია და ოპტიმიზაციის ინიციატივების შემუშავება;
  • საბანკო სტანდარტების, სტრატეგიის და მარკეტინგული ინტერესების გათვალისწინება;
  • ხელმძღვანელისა და სხვა დეპარტამენტების დავალებების შესრულება, საჭიროების შემთხვევაში.

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება, საინჟინრო;
  • საოფისე და მხაზველობითი პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

უნარები 

  • შედეგებზე ორიენტაცია
  • შიდა კლიენტებზე ფოკუსირება
  • თანამშრომლობა და გუნდის მხარდაჭერა
  • თანამშრომელთა განვითარება
  • ცვლილებებთან ადაპტირება და ინოვაციურობა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job სამშენებლო ჯგუფის უფროსი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar სამშენებლო ჯგუფის უფროსი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.