Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

კონცეპტ მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი

Job Description - კონცეპტ მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

პოზიცია: კონცეპტ მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი

პოზიციის მიზანია კონცეპტ  სეგმენტის კლიენტებისთვის საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება, პორტფელის ხარისხის მართვა და კლიენტთა გამოცდილების გაუმჯობესება.

გინდა იმუშაო პრემიუმ სეგმენტის კლიენტებთან და შექმნა მათთვის გამორჩეული ფინანსური გამოცდილება?

თიბისი გიწვევს გუნდში - იქ, სადაც გაყიდვები ნიშნავს ნდობის, ურთიერთობისა და გრძელვადიანი პარტნიორობის შექმნას.

რას გააკეთებ ამ როლში?

  • გაუწევ კონცეპტ სეგმენტის კლიენტებს პროფესიულ კონსულტაციას საბანკო პროდუქტებსა და სიახლეებზე;
  • აქტიურად მოიზიდავ ახალ კლიენტებს, შესთავაზებ სესხებს, დეპოზიტებსა და სხვა პროდუქტებს, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;
  • მართავ და განავითარებ პორტფელს - გაზრდი ხარისხს, ჩართულობასა და პროდუქტების გამოყენებას;
  • ეფექტურად მოაგვარებ მომსახურების პროცესში წარმოქმნილ საკითხებს;
  • დაიცავ ბანკის რეგულაციებსა და კონფიდენციალურობის სტანდარტებს.

კვალიფიკაცია

ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს:

  • მომსახურების მიმართულებით, დასახული გეგმების წარმატებულად შესრულების სამუშაო გამოცდილება;
  • ძლიერი გაყიდვების უნარი და განვითარებული ანალიტიკური/ლოგიკური აზროვნება;
  • კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შედეგზე და პროფესიულ განვითარებაზე მკაფიო ორიენტაცია;
  • ეფექტიანი, დამაჯერებელი და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
  • დამატებით ფლობს უცხო ენებს

ჩვენ გთავაზობთ:

  • საუკეთესო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
  • გექნება შესაძლებლობა იმუშაო თანამედროვე ტექნოლოგიებით და მათ შორის, იყო მონაწილე სისტემების ყოველდღიური გაუმჯობესების პროექტებში;
  • სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ, ანაზღაურებად გადამზადების პერიოდს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში/ამაღლებაში და სამუშაოს უკეთ შესრულებაში

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job კონცეპტ მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.