Logo-of-Tbcbank-hiring-for-jobs-in-US-on-GrabJobs

ვიცე პრეზიდენტი სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორი

Job Description - ვიცე პრეზიდენტი სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორი

კომპანიის აღწერა

თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 8000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.

თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.

კორპორატიული ბიზნესი აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორში ვიცე პრეზიდენტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა

  • სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორში არსებული კორპორატიული კლიენტების საქმიანობის, საჭიროებებისა და მოთხოვნების სიღრმისეული ანალიზი;
  • კლიენტებზე მორგებული საბანკო და ფინანსური შეთავაზებების მომზადება და განვითარება;
  • სახელმწიფო უწყებებთან, საჯარო სექტორის ორგანიზაციებთან და ინსტიტუციურ პარტნიორებთან გრძელვადიანი და ეფექტური ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
  • არსებული და პოტენციური კლიენტების აქტიური მართვა, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება;
  • კლიენტებისთვის სტრატეგიული ფინანსური პარტნიორისა და მრჩევლის როლის შესრულება;
  • სახელმწიფო სექტორში არსებული პროფესიული კონტაქტებისა და პარტნიორული ქსელის გამოყენება ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარების მიზნით;
  • პორტფელის ხარისხისა და ეფექტიანობის მართვა;
  • ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • გუნდის დაკომპლექტება, თანამშრომელთა ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
  • გუნდის საქმიანობის შეფასება, მხარდაჭერა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • კვარტალური და წლიური გეგმების დაგეგმვასა და შესრულების პროცესში აქტიური მონაწილეობა.

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, საჯარო მმართველობის ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;
  • MBA ან/და CFA ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება;
  • სახელმწიფო ორგანიზაციებთან ან საჯარო სექტორთან მუშაობის გამოცდილება;
  • სახელმწიფო სტრუქტურებსა და ინსტიტუციურ სექტორში ძლიერი პროფესიული კონტაქტებისა და ურთიერთობების ქსელი;
  • სასურველია საბანკო პროდუქტების, პროცესებისა და საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
  • სასურველია ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • პროაქტიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ცვლილებებისა და სიახლეებისადმი მოქნილი და განვითარებისკენ მიმართული მიდგომა.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Original job ვიცე პრეზიდენტი სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორი posted on GrabJobs ©. To flag any issues with this job please use the Report Job button on GrabJobs.
Share Job
Share Job

Similar ვიცე პრეზიდენტი სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორი Jobs in the US

GrabJobs is the no1 job portal in the US, connecting you to thousands of jobs fast! Find the best jobs in the US, apply in 1 click and get a job today!

Mobile Apps

Copyright © 2026 Grabjobs Pte.Ltd. All Rights Reserved.